ჩვენ ვიყენებთ მზა ფაილებს(cookies) - რაც აუცილებელია თქვენთვის უკეთესი ონლაინ სერვისის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი საიტით სარგებლობასთან ერთად, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მოწყობილობაზე მოხდეს მზა ფაილების(cookies) მიღება და შენახვა ბრაუზერის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია შემდგომი გამოყენებისთვის ვებ-გვერდზე აქტივობის პროცესში.

თამაშის წესები

გეიმმასტერები

ჰეთთრიქში არის რამდენიმე გეიმმასტერი (GM). ეს არის ჯგუფი გამოცდილი და პასუხისმგებლობის მქონე მოთამაშეებისა, რომლებიც ვალდებულნი არიან, ყურადღება მიაქციონ თამაშის სწორად და სამართლიანად წარმართვას, აღმოფხვრან თაღლითობები და დახმარება გაუწიონ სხვა მოთამაშეებს სხვადასხვა პრობლემების არსებობის შემთხვევაში. გეიმმასტერები მუშაობენ თავიანთი ნებით და არ იღებენ შემოსავალს შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ.

ზოგჯერ გეიმმასტერებს უწევთ თავიანთი უფლებების გამოყენება – მატყუარა მოთამაშეების თამაშიდან გაძევება ან იმ ხალხის დასჯა, ვინც არღვევს წესებს. თუ თქვენ დაგაბრალეს ასეთი რამე და თვლით, რომ არ ხართ დამნაშავე, თქვენ გაქვთ უფლება აუხსნათ მათ, რატომ არ ხართ დამნაშავე. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ჰეთთრიქში მოქმედებს იგივე წესები, რაც საფეხბურთო მოედანზე.

თქვენ შეგიძლიათ გვკითხოთ, რატომ დაგიბლოკეს გუნდი, თუმცა გეიმმასტერების მოვალეობაში არ შედის მათი გამოძიების ანგარიშების ჩაბარება თქვენთვის. თუ ისინი ყოველთვის გამოააშკარავებენ, როგორ დაიჭირეს თაღლითები, მათი დაჭერა შემდეგში უფრო რთული გახდება. გეიმმასტერები არ არიან ვალდებულნი დაგიმტკიცონ, რომ არღვევთ წესებს. პირიქით, მათი მოვალეობაა ეჭვი მიიტანონ ყველა იმ მოთამაშეზე, რომელიც დასმენილია.

გეიმმასტერებს აქვთ დასჯის რამოდენიმე მეთოდი წესების დამრღვევის კლუბის დაჯარიმებიდან დაწყებული, თამაშში შესვლის აკრძალვით დამთავრებული.

გეიმმასტერთა გადაწყვეტილებების გასაჩივრება შეიძლება უფროს გეიმმასტერებთან, რომელთა გადაწყვეტილებაც საბოლოოა. გაითვალისწინეთ, რომ სასჯელი, რომელიც გასაჩივრებულია, საქმის დახურვამდე შეიძლება გაიზარდოს, ან შემცირდეს.

ჩვენ, ჰეთთრიქის გუნდი, მხარს ვუჭერთ ჩვენი საიტის ოფიციალურ პირებს. ჩვენთან ერთად ისინი რეგულარულად განიხილავენ დარღვევებისა და თაღლითობების აღმოფხვრის მეთოდებს, მაგრამ ჩვენ არასოდეს ვერევით კონკრეტული სიტუაციის განხილვაში, რამეთუ გეიმმასტერებად ვნიშნავთ იმ ხალხს, ვისაც აბსოლუტურად ვენდობით.

გეიმმასტერებთან დასაკავშირებლად შედით დაკავშირების გვერდზე. ჩვენი თხოვნა იქნება, ნუ გამოიყენებთ ჰეთთრიქის ფოსტას ჩვენი საიტის ოფიციალურ პირებთან სხვადასხვა საკითხების გასარკვევად. ჰეთთრიქის ფოსტით სარგებლობა მათ, როგორც რიგით მენეჯერების ისე შეუძლიათ და არა, როგორც ჰეთთრიქის ოფიციალურ პირებს. გაითვალისწინეთ, ნებისმიერი დიალოგი მომხმარებლებსა და ჰეთთრიქის ოფიციალურ პირებს შორის კონფიდენციალურია.

 
Server 071