ჩვენ ვიყენებთ მზა ფაილებს(cookies) - რაც აუცილებელია თქვენთვის უკეთესი ონლაინ სერვისის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი საიტით სარგებლობასთან ერთად, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მოწყობილობაზე მოხდეს მზა ფაილების(cookies) მიღება და შენახვა ბრაუზერის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია შემდგომი გამოყენებისთვის ვებ-გვერდზე აქტივობის პროცესში.

სიახლეები

9-30-2021 გზამკვლევი: ჰეთთრიქი ახალ თანამშრომლებს ეძებს!

გიყვართ ჰეთთრიქი და ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ, თამაში კიდევ უფრო უკეთესი რომ გავხადოთ? თქვენ შანსი გეძლევათ ყოველივე ეს გააკეთოთ! ჩვენ ვეძებთ ორ დეველოპერს და ერთ კომუნის მენეჯერს ჩვენი გუნდის გასაძლიერებლად, რამდენადაც წინდაწინ ვემზადებით 25-ე საუბილეო თარიღისთვის!
ჰეთთრქი, როგორც ჩვენ ვიცით, უნიკალური სივრცეა ინტერნეტში. და ასევე სასიამოვნო ადგილი სამუშაოდ.

ახლა კი ჩვენ გვსურს ჩვენთან სამუშაოდ მოგიწვიოთ! ჰეთთრიქის საქმიანობა გვაძლევს იმის მოტივაციას, ერთი-ორი ბიჯით გავზარდოთ ჩვენი ამბიციის დონე და ამისთვის გვჭირდება გეგმა ჩვენი გუნდის გასაზრდელად.

არაფერი ისე არ გვაბედნიერებს, რაც ჩვენსავე კომუნაში შესაფერისი კანდიდატების ძიების პროცესი. ვიპოვოთ ვინმე ისეთი, ვინც დიდებული პროფესიონალია და ამავე დროს ზრუნავს ჰეთთრიქზე და ესმის ამ კომუნის თავისებურებების.

ჩვენ არ ვართ დიდი კოორპორაციული გუნდი, მაგრამ ეს პატარა ჯგუფი ურთიერთნდობითაა აღჭურვილი, თვითოეული მათგანი მოტივირებულია და თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარი იდეებით თამაშის განსავითარებლად. დამფუძნებლები დღემდე იღებენ მონაწილეობას ყოველდღიურ ბაზისურ საკითხების გადაჭრაში, მაგრამ რასაც თქვენ აღმოაჩენთ არის ის, რომ თითოეული მათგანი უაღრესად უნარიანია და პროცესში ჩართული. ამავე დროს ჩვენ გვსურს ახალი სისხლის შეშვება, ახალი იდეებით, ენერგიით და როგორც ახალი წევრი აღმოაჩენთ უაღრესად მეგობრულ, მხარდაჭერით აღსავსე გარემოს.

რას ვეძებთ რეალურად? ჩვენი გუნდის მიზანია შევარჩიოთ ორი დეველოპერი და ერთი პერსონაც კომუნის გუნდისთვის. თქვნ თუ ორივე საკითხის წაძღოლა შეგიძლიათ, ეს ვარიანტიც საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენთვის.

თუ თქვენ ფლობთ უნარების, რომელებიც ფიქრობთ რომ ჩვენთვის გამოსადეგი იქნება, ნუ მოგერიდებათ - გაგვაგებინეთ, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ თქვენი CV არცთუ ისე შეეფერება გამოცხადებულ ვაკანსიას!

ორი დეველოპერი

ჩვენ ორ დეველოპერს ვეძებთ. ერთი შეიძლება ფრონტის წარმომადგენელი იყოს, მეორე - ბექის, ან კიდევ უკეთესი - ორივეს მიქსი.
ფრონტის ტექნოლოგია წარმოადგენს Microsoft .NET, Javascript, Angular და HTML5 ცოდნას. ბექის შემთხვევაში ჩვენ ვმუშაობთ Microsoft SQL ბაზებზე და ვიყენებთ Visual Basic.NET-ს
თუ თქვენი უნარების კრებული განსხვავებულია, ეს პრობლემას სულაც არ წარმოადგენს, მაგრამ გარკვეულ გამოცდილებას ბაზებზე მუშაობის კი უნდა ფლობდეთ, როგორც ჰეთთრიქის დეველოპერი და ასევე სასურველია სულ ცმირე გარკვეული ცოდნა .NET.-ის შემთხვევაშიც გაგაჩნდეთ.

თუ თამაშების დიზაინში გარკვეულ გამოცდილებას ფლობთ, ეს მხოლოდ დამატებითი პლუსი იქნება, ისევე როგორც ინტერესი რიცხვების და სტატისტიკის ანალიზის მიმართ, ანაც ვების და გრაფიკული დიზაინის ცოდნა.

კომუნის მენეჯერი

კომუნის მხარეს ჩვენ ერთი პერსონის დამატება გვსურს, ვინც მთავარი მეკავშირე იქნება კომუნას და დეველოპერების გუნდს შორის და ამავე დროს ჰეთთრიქის სოციალურ მედიას ჩაიბარებს. თქვენ დაგჭირდებათ კარგი კომუნიკაციის უნარები და ინგლისური ცოდნა, ასევე დამატებით ერთი-ორი ენის ცოდნა, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული ჰეთთრიქის სივრცეში. და იმედია გარკვეული გამცდილება ჰეთთრიქის მოხალისის როლშიც გექნებათ, რომელიც კომუნის მხარდაჭერაში გამოიხატება. გარკვეული ცოდნა კოდის წერაშიც დიდ პლუსად ჩაითვლება, ვინაიდან ეს სისტემური ხარვეზების აღმოფხვრისას დეველოპერების გუნდთან კომუნიკაციაში დაგეხმარებათ.

თუ გარვეულ პროფესიული გამოცდილება გაქვთ, როგორც დეველოპერს, ჟურნალისტს, დიზაინერს, ანაც მარკეტოლოგს, ესეც დამატებით ხიბლს შესძენს თქვენს კანდიდატურას. მაგრამ უმთავრესი მაინც ის სურვილია, დაეხმაროთ მომხმარებელს საუკეთესო გამოცდილების მისაღებად არსებული რესურსით, რა რესურსიც ჩვენ გაგვაჩნია.

როდის, სად და როგორ?

ჩვენი დეველოპერების გუნდი შვედეთშია ბაზირებული, ხოლო კომუნის გუნდის წევრები მთელ მსოფლიოში არიან მიმოფანტულნი. მიუხედავად იმის, რომ დისტანციური მუშაობის კულტურა ჩვენთვის უცხო არაა, ასევე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია პერიოდულად ფიზიკურ გარემოშიც შევიკრიბოთ ხოლმე. ამ მიზეზით საწყის ეტაპზე ჩვენ ვეძებთ იმ ხალხს, ვინც სურვილს გამოიჩენს გადმობარგდეს, ანაც პერმანენტულად ეწვის Malmö-Lund რეგიონს შვედეთის სამხრეთში.
ჩვენ ყველა აპლიკაციას განვიხილავთ, მიუხედავად რეგიონისა - მაგრამ გვინდა იცოდეთ, რომ ეს ერთ ერთი ის დეტალი იქნება, რასაც არჩევისას გავითვალისწინებთ.

დაინტერესდით? რაც უფრო ადრე შეგვეხმიანებით, მით უკეთესი. e-mail მისამართია: jobs@hattrick.org. გამოგვიგზავნეთ CV და ასევე მოკლე წერილი, რომელიც შეგვიქმნის თქვეს პერსონაზე წარმოდგენას, ასევე თქვენი ჰეთთრიქული ბექგრაუნდის შესახებაც მოგვიყევით. თუ რაიმე კითხვა გაჩნდება, შეგვატყობინეთ. რეკრუტირების პროცესი მოქნილია და შეიძლება ეს სამივე პოზიცია ერთდროულად არც შევავსოთ, მაგრამ რაც უფრო ადრე შევიტყობთ თქვენს სურვილზე, მით უკეთესი.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს გუნდში!

 
Server 071