ჩვენ ვიყენებთ მზა ფაილებს(cookies) - რაც აუცილებელია თქვენთვის უკეთესი ონლაინ სერვისის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი საიტით სარგებლობასთან ერთად, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მოწყობილობაზე მოხდეს მზა ფაილების(cookies) მიღება და შენახვა ბრაუზერის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია შემდგომი გამოყენებისთვის ვებ-გვერდზე აქტივობის პროცესში.

სიახლეები

3-18-2021 გზამკვლევი: გზამკვლევი 2021, ნაწილი 1: ჩატი, მობილური აპლიკაცია, მიღწევები

მსოფლიო თასის ახალ სისტემის ამოქმედებასთან ერთად, დროა ვისაუბროთ იმაზე, თუ კიდევ რას ვგეგმავთ მიმდინარე წელს. ერთ-ერთი საკითხი თამაშში არსებული ეკონომიკაა, თუმცა ამ საკითხზე შემდეგ ედიტორიალში ვისაუბრებთ, რომელიც ხვალ გამოქვეყნდება. აქ კი საიტზე გაუმჯობესებულ ჩატის და მიღწევების განახლებულ სისტემაზე ვისაუბრებთ. ასევე მობილურ აპლიკაციისთვის საზოგადოებაზე ორიენტირებულ განახლებაზე.
იანვარში ჩვენ ახალი მსოფლიო თასის სისტემა გავუშვით, რა სისტემითაც ამჟამად პირველი U20-ის კონტინენტური ჩემპიონატები ტარდება. ამ სეზონის ბოლოსკენ ყოველივე ეს U21-ად გარდაიქმნება და ეს გუნდები მსოფლიო ჩემპიონატში ჩაერთვებიან. მომავალ სეზონში ძირითადი ნაკრებები ახალი სისტემით პირველ ციკლს დაიწყებენ. მშვენიერი სიახლეა, ჩვენ ხომ ამ ტურნირში ყველა ნაციონალური გუნდი გვეყოლება წამოდგენილი!

სანამ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ახალ მსოფლიო თასთან დაკავშირებით რიგი სამუშაო გასაწევი, ჩვენი ყურადღება ძირითადად ახალი სისტემის მახასიათებლების დახვეწას დაეთმობა. თქვენ უკვე იხილეთ სიახლეების განყოფილებაში განცხადება „ტურნირები მეორე შანსით“ და ორი კვირის წინ მხარდამჭერთათვის შემადგენლობის განახლებული სიმულატორი.

ამჟამად ჩვენ სამ პროექტზე ვმუშაობთ, რომლის გაშვებასაც უახლოეს თვეებში ვგეგმავთ. პირველია ჩატ-პორტალი ვებსაიტისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ ინდივიდუალური ფანჯრების დახმარებით უფრო იოლი გახდება სხვადასხვა სასაუბროებს შორის ორიენტირება. ჩვენ ასევე ვამატებთ ფილტრის ფუნქციას, რაც საშუალებას მოგცემთ არასაინტერესო გამოხმაურებები გაფილტროთ აქტიური სასაუბრო თემებში, სიტყვაზე, როგორიცაა ცოცხალი კენჭისყრის თემა.

კიდევ ერთი სიახლე ადგილმდებარეობაზე დამოკიდებულ ფუნქციას ეხება, რომელიც მობილური აპლიკაციისთვის იქნება განკუთვნილი. ყოველივე ეს მოგცემთ საშუალებას თქვენს გარშემო მყოფ ხალხის ჯგუფს დაუკავშირდეთ, გქონდეთ მიმოწერა და დაგეგმოთ მატჩები. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფუნქცია დიდი სიფრთხილით არის დაგეგმილი, თქვენი კონფიდენციალურობის დასაცავად! სანამ არ იქნება მომხმარებლის მხრიდან აშკარა თანხმობა აღნიშნულ სისტემას შეუერთდეს, მანამდე არ მოხდება თქვენი ადგილმდებარეობის განსაზღვრა. და თუკი თქვენ განაცხადებთ თანხმობას, ჩვენ თქვენს ადგილმდებარეობას მხოლოდ იმისთვის გამოვიყენებთ, რომ მიგაკუთვნოთ თქვენი არეალის ახლო ჯგუფს და არ მოხდება, სიტყვაზე, ამ ინფორმაციის სარეკლამო მიზნებისთვის გამოყენება. ჩვენ არასოდეს გავხდით თქვენ ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას სხვა ვინმესთვის წვდომადს. აზრი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ მხოლოდ„დავიმახსოვრებთ“, თუ რომელ ჯგუფს ეკუთვნით, მაგრამ არა თქვენს ზუსტ ადგილმდებარეობას. ასევე აპლიკაციის წვდომადობა თქვენს ადგილსამყოფელზე 24 საათში ავტომატურად შეიზღუდება.

ჩვენ ვხვდებით, რომ ყოველივე ამას ერთგვარი ექსპერიმენტის ელფერი დაკრავს, მაგრამ ასევე ვხედავთ შესაძლებლობას, რომ ახალმა ფუნქციამ შეიძლება ჰეთთრიქი სულ სხვა საინტერესო ჭრილში წარმოადგინოს, განსაკუთრებით იმ მხრივ, რომ უფრო იოლი გახდება თამაშში ადგილობრივი კომუნის აღმოჩენა და კავშირის განვითარება.

თუმცა ძირითადი პროექტი ამ სეზონში მიღწევების სისტემის განახლებაა. ჩვენ ამას რამოდენიმე მიზეზის გამო ვაკეთებთ. პირველ რიგში, ეს არის არსებული სისტემა, რომელსაც დიდი სიამოვნება მოაქვს მომხმარებლისთვის და ამისთვის ხელის შევლება მხოლოდ ამის გამოდაც კი ღირდა! ჩვენ გვსურს ინტერფეისის გაუმჯობესება, უფრო იოლად და სახალისოდ აღსაქმელი რომ გახდეს და ზოგადად უფრო სტაბილური ფორმა მიიღოს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა არსებულ მიღწევას და ქულებას შევინარჩუნებთ.

თუმცა პლატფორმის ხელახალი შენება უფრო მეტ მოქნილობას მოიტანს, და ასევე ახალ გამოწვევებსაც დავნერგავთ სისტემაში.
ახლახანს ჩვენ ვფიქრობდით მომხმარებლის „მოგზაურობაზე“ ჰეთთრიქის სამყაროში, თუ ამ წევრებისთვის გამოწვევები რამდენად რთული შეიძლება იყოს ადრეულ ეტაპზევე, ხოლო სხვა მომხმარებელი, შეიძლება, ერთგვარ „გაურკვევლობაშიც“ კი აღმოჩნდეს, იმის ფონზე, რომ რამოდენიმე სეზონის მანძილზე ბევრი არც არაფერი მოხდეს საინტერესო. ჩვენ ამ დეტალს უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ, რომ გარდა ძირითადი მიზნის მიღწევისა - გაიაროს გზა ტოპ დივიზიონისკენ, მომხმარებელს ამის პარალელურად მუდმივად ჰქონდეს პატარ-პატარა მიზნები მისაღწევად. და ასევე მუდმივად ვადევნებთ თვალს სტრუქტურულ პრობლემებს, ისეთს, როგორიცაა ლიგათა სისტემა, გუნდების მექანიკა და ეკონომიკა. პრობლემები, რომელთაც ხანდახან არასასურველი შედეგები მოაქვთ მომხმარებლისთვის.

მიღწევები დაიხვეწება იმ გზით, რომ დაემატება უფრო დახვეწილი ინტერვალებით მიღწევადი ახალი მიზნები, იმ ახალი შრეების დასაფარად, რომელიც აქამდე ჯერ არ ყოფილა აღმოჩენილი, და ასევე არსებული მიღწევებიც რომ უფრო შესრულებადი გახდენბა. ყოველივე ეს გააჯანსაღებს გარემოს, რომ რაც შეიძლება ბევრ მენეჯერს ჰქონდეს განცდა, რომ ამ მიზნების მიღწევა რეალურია! თუნდაც ყოველივე ეს არ ხდებოდეს მყისიერად.

თუმცა „მომხმარებლის წინსვლის“ არეაში უფრო დიდ პრობლემებსაც ვაწყდებით, რომლის ასე ერთი ხელის მოსმით გადაჭრა, ამ ახალი მიღწევების დანერგვითაც კი არაა შესაძლებელი. მაგალითისთვის, თამაშის ეკონომიკა ერთ-ერთი ასეთი საკითხია, რომელიც ახლადმოსულ გუნდებს აფერხებს, ხოლო უფრო სტაჟიანს მუდმივად უპირატეს მდგომარეობაში აყენებს.

ჩვენ შემოდგომაზე დავიწყეთ თამაშის ეკონომიკის საფუძვლიანი განხილვა. პირველ რიგში ეს „მომავალი მწვრთნელების“ მიდგომას შეეხო, თუმცა მოგვიანებით დაანონსებული ცვლილებები გავაუქმეთ. ხვალიდან ჩვენ უფრო საფუძვლიანად დავიწყებთ საკითხის ანალიზს და გეგმის შესახებ მომავალ გზამკვლევში მოგახსენებთ.

დღეს კი მადლობას მოგიხდით დროისთვის, რომელიც დაგვითმეთ!


 
Server 070