ჩვენ ვიყენებთ მზა ფაილებს(cookies) - რაც აუცილებელია თქვენთვის უკეთესი ონლაინ სერვისის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი საიტით სარგებლობასთან ერთად, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მოწყობილობაზე მოხდეს მზა ფაილების(cookies) მიღება და შენახვა ბრაუზერის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია შემდგომი გამოყენებისთვის ვებ-გვერდზე აქტივობის პროცესში.

სიახლეები

4-3-2024 გზამკვლევი: ცვლილებები გუნდის შექმნაში და "შინაურული" სივრცე

ამ თვეში ჩვენ ვიმუშავეთ და გთავაზობთ დიდ ცვლილებებს, კერძოდ თუ როგორ შეიქმნება ჰეთთრიქში ახალი კლუბები. ჰეთთრიქი ამიერიდან აღარ გამოიყენებს მიმდინარე გუნდებს, რაც ახალ მომხმარებლებისთვის რიგ დეტალებს უფრო იოლს გახდის. ცვლილებები ასევე შეეხება, თუ როგორ გაბოტდება ამიერიდან გუნდები. რიგი დამატებითი მცირე განახლებები შეეხო ვებ-გვერდს და ასევე გვსურს შევეგებოთ ახალ საერთაშორისო ლიგას, რომელიც მომავალი სეზონიდან გაეშვება: "ჰეთთრიქის მშობლიური ლიგა".

ამ განცხადების წაკითხვა

3-31-2024 Deportivo Mato Grande მასტერსის ტიტულს ეუფლება!

ხუთშაბათის ემოციურ მატჩში Deportivo Mato Grande და Barack Osama ერთმანეთს ჰეთთრიქის მასტერსის ფინალში ეკვეთნენ. ეს დაძაბული სანახაობა ჰეთთრიქ-მასტერსის ფინალში თამაშის პირველ გამოცდილებას წარმოადგენდა, როგორც კაბო ვერდეს, ისე პერუს წარმომადგენელთათვის.

მატჩში პირველი გოლი უკვე 4-ე წუთზე ვიხილეთ, რითაც Deportivo დაწინაურდა. მაგრამ პერუელები ამან არ შეაშინა და გაშმაგებით ეკვეთნენ მეტოქეს. 28-ე წუთზე კი გამათანაბრებელი გოლიც გაიტანეს: 1 - 1, რითაც საინტერესო მეორე ტაიმს დაუდეს სათავე.

დაძაბულობამ იმატა და საქმეში Gaspar Olival ჩაერთო, გაიტანა რა გადამწყვეტი გოლი მატჩის 52-ე წუთზე. საბოლოოდ მოგება Deportivo-ს დარჩა, 2 - 1 გაიმარჯვება და ჰეთთრიქ-მასტერსის თასიც მათ დარჩათ.

ჩვენი მილოცვები Deportivo Mato Grande-ს და მათ მენეჯერს Praqol-ს!

3-27-2024 ზაფხულის დროზე გადასვლა

კვირას დილით, ჰეთთრიქი გადაერთვება ზაფხულის დროზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ცენტრალური ევროპული დროით 02:00-დან 03:00 საათამდე დროის მონაკვეთი სრულიად ამოვარდება ჰეთთრიქიდან. რა თქმა უნდა ყველა მატჩი, ტრანსფერი და ა.შ. მაინც ჩვეულებისამებრ ჩაივლის, უბრალოდ ეს ყველაფერი მოხდება ფორმალურად ერთი საათით გვიან. გთხოვთ გაითვალისწინოთ ეს ტრანსფერების დედლაინისათვის, მატჩებისათვის და ა.შ.


3-5-2024 გზამკვლევი: ფორუმის რეაქციები, რეკომენდებული პოზიციები და ახალგაზრდული

ამ თვის გზამკვლევი არ გთავაზობთ რაიმე რევოლუციურს, მაგრამ ფორუმის მომხმარებლთათვის, ახალგაზრდულის მენეჯერთათვის და მხარდამჭერთათვის უამრავ სასარგებლო სიახლეს. ჩვენ ასევე წარვადგენთ ფეხბურთელთა ახალ დინამიურ კატეგორიას, რაც შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს განსაკუთრებით ახალბედა მომხმარებლთათვის, გუნდის გასაძღოლად და ბაზრის გამოსაკვლევად.
ამ განცხადების წაკითხვა

2-26-2024 ჰეთთრიქ მასტერსის კენჭისყრა

ჰეთთრიქ მასტერსი მომდევნო კვირიდან ორშაბათს დაიწყება. კენჭისყრა კი დღეს 15:00 საათზე (CET) გაიმართება .
 
Server 070