2-8-2021 ახალი დროითი ინტერვალები ამერიკის თასის მატჩების გასამართად და მცირე სიახლე ეროვნული გუნდების განახლებებზე
ახალი მსოფლიოს თასის სისტემის გამოსვლასთან ერთად, ჩვენ რიგი მომხმარებლისგან მივიღეთ უკუკავშირი, რომ ამერიკის თასის მატჩების დაწყების დრო მწვრთვნელთათვის მოუხერხებელია. გუნდის განწყობის განახლება საკმაოდ ახლოს არის მატჩის დაწყების დროსთან, რაც, თავის მხრივ, რეიტინგის განსაზღვრვის პროცესში სირთულეს წარმოქმნის და ტექნიკურად შემდეგ დღეზეც კი გადადის ამ მატჩის თარიღი (შაბათის 01:00), რაც დამატებითი თავსატეხია U20 ნაკრების მოთამაშეთა ასაკთან მიმართებაში. ამის გამოსასწორებლად მე-6 კვირის დასაწყისიდან ჩვენ ყველა მატჩს, ნაცვლად შაბათის 01:00, გადმოვიტანთ პარასკევ დღეს 23:30-ზე, ისევე როგორც ეროვნული გუნდების ყოველდღიურ განახლებას (ყოველი ეროვნული გუნდისთვის) 00:30-დან 03:00-ზე. ჩვენ ამ ყოველდღიურ განახლებას შემდეგ ორშაბათიდან შევცვლით, ხოლო მატჩების დაწყების ახალი დრო უკვე ამ პარასკევიდან დაინერგება.