ჩვენ ვიყენებთ მზა ფაილებს(cookies) - რაც აუცილებელია თქვენთვის უკეთესი ონლაინ სერვისის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი საიტით სარგებლობასთან ერთად, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მოწყობილობაზე მოხდეს მზა ფაილების(cookies) მიღება და შენახვა ბრაუზერის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია შემდგომი გამოყენებისთვის ვებ-გვერდზე აქტივობის პროცესში.

ტრანსფერები

ტრანსფერების განხორციელების გზით გეძლევათ ახალი ფეხბურთელების შეძენის და ძველი მოთამაშეების გაყიდვის საშუალება. თქვენ უფლება გაქვთ გუნდში ერთდროულად იყოლიოთ მაქსიმუმ 50 ფეხბურთელი. ფსონების გვერდი გიჩვენებთ იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალს, რომელთა ყიდვა-გაყიდვის საქმეშიც თქვენ მონაწილეობთ. აქვე ნაჩვენებია ის გასაყიდი ფეხბურთელებიც, რომლებიც ოდესღაც თქვენ გეკუთვნოდნენ და მათი ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში თქვენ გარკვეული თანხა უნდა მიიღოთ.

ფეხბურთელის გაყიდვა

თუ გადაწყვიტეთ ფეხბურთელის გაყიდვა, იგი უნდა დააყენოთ ტრანსფერზე. ამისათვის შედით ამ ფეხბურთელის გვერდზე და მარჯვენა ქვედა კუთხეში მიუთითეთ საწყისი ფასი. იმისათვის, რომ წარმოდგენა გქონდეთ ფეხბურთელის ფასზე, გამოიყენეთ ტრანსფერების შედარების ფუნქცია, რომელითაც თქვენ გაიგებთ რეალურ ფასს ფეხბურთელისას. ფეხბურთელს უნდა ქონდეს ნათამაშები ერთი მატჩი მაინც თქვენს გუნდში და მას ვერ დააყენებთ განმეორებით ტრანსფერზე თუ კიდევ სანამ ის არ ითამაშებს კიდევ ერთ მატჩს. ეს შეზღუდვა არ ეხება იმ ფეხბურთელებს რომლებიც არიან თქვენი ახალგაზრდულ გუნდში აღზრდილები და არც იმ ფეხბურთელებს, რომლებიც გუნდის ჩაბარებისას დაგხვდნენ. მოთამაშე ტრანსფერზე იქნება 3 დღე–ღამის განმავლობაში. ვაჭრობა ხდება აუქციონის პრინციპით და ის, ვინც გადაიხდის ყველაზე მეტს, გახდება ამ მოთამაშის მფლობელი. თუ მყიდველი არ გამოჩნდება და არავინ გადაიხდის თუნდაც საწყის ფასს, ფეხბურთელი დარჩება თქვენს გუნდში. გაყიდული მოთამაშე დედლაინის დასრულებისთანავე ახალი გუნდის საკუთრებაა თუ ის არ თამაშობს მატჩს იმ მომენტში თუ არა და ის გადავა ახალ კლუბში მატჩის დასრულების შემდეგ. თუ ყიდვის მსურველი არ გამოჩნდა, მაშინ იგი რჩება ძველ გუნდში. თუ მოთამაშის ტრანსფერზე დაყენება შეცდომით მოგივიდათ, ამის გაუქმება შესაძლებელია. ეს დატრანსფერებიდან 10 წუთის მანძილზე უნდა გააკეთოთ, თუ ამასობაში მასზე ვინმემ თანხა უკვე არ განათავსა. დატრასფერების საკომისიო არ დაბრუნდება. ამ ათი წუთის შემდეგ, მისი ხელახალი ყიდვა თავადვე ყოველთვის შეგიძლიათ.

ფეხბურთელის ყიდვა

იმისათვის, რომ იყიდოთ ფეხბურთელი, შედით ტრანსფერების განყოფილებაში, კლუბის მენიუში, ან მსოფლიო მენიუში ანდაც მოძებნეთ ლოგო ტრანსფერებისა მარჯვენა ზედა კუთხეში. მოძებნეთ თქვენთვის სასურველი მოთამაშე, შედით ამ მოთამაშის გვერდზე და დადეთ ფსონი. ფსონი უნდა იყოს საწყის თანხაზე მეტი და 2%–ით ან წინა თანხაზე 1 000 US$–ით მეტი. თუ მოთამაშეზე თანხა არ არის დადებული, მაშინ თქვენ შეგიძლიათ დადოთ საწყისი თანხა, 1 000 US$ ან მეტი. გაითვალისწინეთ, რომ ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებისა და მისი ხელფასის ჯამის გადახდით (პირველი კვირის ხელფასს მოთამაშეს ყოველთვის ყიდვისთანავე უხდით) არ შეიძლება თქვენი დავალიანება იყოს მეტი ვიდრე 200 000 US$.

მოთამაშეზე თანხის დადება სატრანსფერო ვადის გასვლის ბოლო წამზეც კი არის შესაძლებელი. თუ ვინმე თანხას დადებს მაშინ, როცა ამ ვადის გასვლამდე დარჩენილია 3 წუთზე ნაკლები დრო, მაშინ ვადა გადაიწევს ბოლო ფსონის დადებიდან კიდევ 3 წუთით.

მოთამაშის ყიდვისას დიდ დახმარებას გაგიწევთ ინფორმაცია მისი შესაძლებლობების, პირადი თვისებებისა და სხვათა შესახებ. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ „ტრანსფერების შედარება“ და ნახოთ თუ რა ფასად გაიყიდა უახლოეს პერიოდში მსგავსი მოთამაშეები.

ავტობიდინგი

ავტობიდინგი მუშაობს იგივენაირად როგორც ნორმალური ვაჭრობა. თუ თქვენ განსაზღვრავთ მაქსიმალურ დასადებ თანხას, სისტემა ავტომატურად დადებს ფსონს საჭიროების შემთხვევაში. ფსონს გაზრდის მინიმალური შესაძლო მნიშვნელობით (2%, 1 000 US$ მინიმუმ).

თქვენ გაქვთ უფლება შეცვალოთ (მოუმატოთ ან დააკლოთ) მაქსიმალური ფსონის ოდენობა ნებისმიერ დროს, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ გააუქმოთ მიმდინარე (ყველაზე მაღალი) ფსონი. თქვენს მიერ მითითებული მაქსიმალური თანხა ჩანს მხოლოდ თქვენთან, სხვა მენეჯერები კი ხედავენ მხოლოდ მიმდინარე ფსონის მოცულობას.

თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ, დროის კონკრეტულ მომენტში, მხოლოდ ერთი აქტიური მაქსიმალური ფსონი. თუ თქვენს მიერ მითითებული მაქსიმალური ფსონი ვაჭრობის გაგრძელებისთვის აღარ იქნება საკმარისი, ავტობიდის სისტემა გაჩერდება და თქვენ, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიუთითოთ მაქსიმალური თანხის ახალი მაჩვენებელი.

ზოგიერთ სპეციალურ შემთხვევაში (მაგალითად როდესაც ორი გუნდი დებს ერთ ფეხბურთლზე ფსონს ავტობიდიგნის საშუალებით და უთითებს ერთიდაიგივე მაქსიმალურ თანხას) ჩვენ ვიყენებთ ლოგიკას, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ: რამოდენიმე მაგალითის საშუალებით, რომელიც აგიხსნით ავტობიდინგის ლოგიკას.

აგენტი, აღმზრდელი კლუბი და სატრანსფერო გადასახადები

მოთამაშის ტრანსფერზე დაყენება 1 000 US$ ღირს. ვაჭრობის დასრულების შემდეგ მოთამაშის აგენტი, აღმზრდელი კლუბი და წინა კლუბი შემოსული თანხიდან თავიანთ წილს მიიღებენ. მოთამაშის გვერდზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, თუ რამდენს მიიღებთ მისი გაყიდვის შემთხვევაში. ქვემოთ მოყვანილია პრინციპები:

თანხა, რომელსაც იღებს აგენტი, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ხანი გაატარა მოთამაშემ თქვენს გუნდში.

აღმზრდელი კლუბი ყოველთვის იღებს გაყიდული თანხის 2%–ს. თუ თქვენი გუნდი მოთამაშის აღმზრდელი გუნდი არის, მის ყოველ გაყიდვაზე თანხის 2% ჩაგერიცხებათ. გაითვალისწინეთ, როდესაც თქვენს გუნდში აღზრდილ მოთამაშის პირველად გაყიდით, მშობლიური კლუბის პროცენტს არც გადაიხდით და არც თქვენ დაგერიცხებათ.

წინა კლუბების თანხა ყოველთვის არის გასაყიდი ფასის 3%. თუ თქვენ ხართ მოთამაშის წინა კლუბი, მაშინ მიღებული თანხა დამოკიდებულია თქვენს გუნდში მის მიერ ჩატარებული მატჩების რაოდენობაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი ცხრილები.

როდესაც თქვენ ყიდით ახალგაზრდულიდან გადმოყვანილ მოთამაშეს, თქვენ არ ითვლებით წინა გუნდად. თუმცა მისი შემდგომი ტრანსფერის დროს ასეთად ჩაითვლებით, თუ ამ მოთამაშეს თქვენს ძირითად გუნდში თუნდაც ერთი მატჩი ექნება ჩატარებული.

ტრანსფერი გადაირიცხება ბორდის რეზერვში

რიგი ფეხბურთლების გაყიდვიდან შემოსული თანხის წილი, ბორდის გადაწყვეტილებით, შეიძლებმა რეზერვში განთავსდეს, რომლითაც კლუბი მოგვიანებით ისარგებლებს.

ყოველივე ეს, მხოლოდ რიგ, კერძო ფეხბურთელების შემთხვევაში ხდება და მენეჯერების უმრავლესობა საკმაოდ იშვიათად თუ გადაეყრება მსგავს მომენტს.

დატრასნფერების მომენტში ბორდი გეტყვით, თუ ეს მოხდება და თუ ეს ასეა, კერძოდ რამდენი პროცენტი გადაირიცხება რეზერვში.

ბორდმა ეს შეიძლება მაშინ გააკეთოს, როდესაც ისინი ჩათვლიან, რომ ფეხბურთელი სპეკულაციურ მიზნით, ანაც აქამდე დაბანდებული თანხის გასანაღდებლად იქნა გასხვისებული. ბორდი ჩათვლის, რომ გუნდი კონკურენციის გასაზრდელად ამ მოთამაშის ჩანაცვლებას არ საჭიროებს (ისტორიულად ასეთ მოთამაშეს კომუნამ "ოქროს ზოდი" შეარქვა, იმ თვისების გამო, რომ დროთა განმავლობაში მათი ღირებულება არ იკლებს და ფასს ინარჩუნებს).

ამ ეტაპზე ბორდი რეზერვში მხოლოდ მეკარეებიდან (სულ მცირე მეკარეობაში უნარით "კარგი"), ანაც პოტენციურ მომავალ მწვრთნელებიდან (სულ მცირე "კარგი" ლიდერობით და "არასაკმარისი" გამოცდილებით) მიღებულ თანხას დააკავებს.

გაყიდვების პროცენტი, თუ რამდენი გადაირიცხოს ბორდის რეზერვში, დამოკიდებულია ბოლო ხანს თუ რამდენი მატჩი ჩაატარა ამ მოთამაშემ თქვენი გუნდის შემადგენლობაში.

ზოგადი წესით სტანდარტულ დამწყებთათვის მთლიანი თანხა წვდომადი იქნება - რეზერვში არანაირი წილი არ გადაირიცხება. "სტანდარტულ" მოთამაშეში იგულისხმება პირი, ვინც კვირაში სულ მცირე 60 წუთს მაინც ატარებს ჰეთთრიქში.

ტრავმის გამო გამოტოვებული მატჩებს ყურადღება არ მიექცევა, მაგრამ თუ ჯანმრთელი მოთამაშე შემადგენლობის მიღმა აღმოჩნდება, ეს ბორდს უბიძგებს, მისგან მიღებული თანხის მეტი პროცენტი გადარიცხონ რეზერვში.

მაგალითი: ავიღოთ მოთამაშე, რომელიც "ოქროს ზოდის" განმარტებაში ჯდება და ყველა სეზონის მანძილზე დივიზიონის მატჩების სასტარტოში იყო. როდესაც მენეჯერი ამ მოთამაშის გაყიდვას განიხილავს, ბორდის ჩაერევა არ მოხდება და (აგენტის საკომისიოს ჩამოჭრის შემდეგ) მთლიანი თანხა მწვრთნელისთვის ხელმისაწვდომი იქნება. თუმცა თუ ამ პერიოდში მისი ტრანსფერზე დაყენების ნაცვლად, ორი კვირის განმავლობაში სკამზე გადაინაცვლებს, გაყიდვის შემთხვევაში 12% ტრანსფერიდან უკვე ბორდის რეზერვში გადაირიცხება. ოთხი კვირა სკამზე ჯდომის შემთხვევაში, რიცხვი 24%-მდე გაიზრდება. ვთქვათ ამ დროს მენეჯერი ისევ განიხილავს მოთამაშის გამოყენებას და ექვის კვირის მანძილზე შემადგელობაში დააბრუნებს, დივიზიონის თუ თასის მატჩებში, მნიშვნელობა არ აქვს, მისი გაყიდვა ისევ რაიმე თანხის დაკავების გარეშე იქნება შესაძლებელი.

როგორც წესი, სამი კვირის მანძილზე დივიზიონის ან თასის მატჩებში მონაწილეობის მიღება იქნება საჭირო ორკვირიანი უქმობის გასაბათილებლად. თუ მხოლოდ ამხანაგურებს თამაშობს, ორჯერ მეტ დროს წაიღებს ყოველივე ეს. თუ ფეხბურთელი თქვენს კლუბში გაიზარდა, ბორდის რეზერვში თანხა აღარ გადაირიცხება, რაც არ უნდა იყოს მისი უნარები, თუ სათამაშო სტატუსი. ეს ასევე შეეხება ბოლო ორ კვირაში ნაყიდ მოთამაშეს, რომელსაც სათანადო დრო არ ჰქონდა, სასტარტო შემადგენლობაში ჩამჯდარიყო.

ტრანსფერებმა შესაძლოა გუნდის განწყობაზეც იმოქმედოს

როდესაც თქვენ ყიდით, ან ყიდულობთ ახალ მოთამაშეს, შესაძლებელია გუნდის განწყობა დაეცეს. რისკი იმის მიხედვით იზრდება, გაყიდული ფეხბურთელი რაც უფრო "წესიერია" და ყიდვის შემთხვევაში პირიქით - რაც უფრო "უწესოა". თუ ახალგაზრდა ფეხბურთელს თქვენს გუნდში გატარებული აქვს 6 დღეზე ნაკლები, მაშინ მისი გაყიდვა არ იმოქმედებს გუნდის განწყობაზე.

სერვერის გათიშვები

როგორც სამართლიანობა მოითხოვს, სერვერის გათიშვის გამო მოთამაშის ტრანსფერზე ყოფნის ვადა შეიძლება გაიზარდოს. გაითვალისწინეთ, რომ სერვერი შესაძლოა ზუსტად იმ დროს გაითიშოს, როდესაც აუქციონის დასასრული ახლოვდება. ტანსფერი მხოლოდ მაშინ ითვლება დასრულებულად, როდესაც ფეხბურთელი გადაინაცვლებს ახალ კლუბში, ხოლო მანამდე შესაძლოა მისი აუქციონის ვადა გაიზარდოს არსებული შეფერხებების გამო.

ასე რომ, ფსონის გასაკეთებლად ნუ დაელოდებით ბოლო წუთს. რეკომენდებულია, რომ თქვენი ფეხბურთელები დააყენოთ ტრანსფერზე იმ ფასში რაც თქვენ გიღირთ, რათა სერვერის გათიშვებისას აირიდოთ მათი დაბალ ფასში გაყიდვის რისკი.

პატიოსანი თამაში სატრანსფერო ბაზარზე

კარგი მოთამაშეები და ფული ჰეთთრიქის ძირეული ასპექტებია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არც ერთმა გუნდმა არ მიიღოს რაიმე სახის სარგებელი სატრანსფერო ბაზარზე არანორმალური აქტივობების შედეგად. ეს ნიშნავს იმას, რომ არასაბაზრო ფასად მოთამაშის ყიდვა სასტიკად აკრძალულია. ისევე როგორც, ნებისმიერი აქტივობა, რომელიც ნებისმიერი სახის ფინანსური უპირატესობის მიღებას ისახავს მიზნად. ფეხბურთელის საბაზრო ფასის განსაზღვრა ხდება მხოლოდ ისეთი ატრიბუტების გათვალისწინებით, რომლებიც რეალურად ახდენენ თამაშზე გავლენას. კერძოდ მოთამაშეების უნარები, ასაკი, უნიკალურობა და სანაკრებო პოტენციალი.

გეიმ-მასტერები უფლებამოსილნი არიან გააუქმონ, ან ჩაასწორონ არანორმალური სატრანსფერო ფასები. დააჯარიმონ გუნდები, ან სულად დაბლოკონ საქმეში გარეული მომხმარებლები. თუ თქვენს ფეხბურთელზე ვინმემ ცალსახად გაბერილი ფსონი დადო, გთხოვთ დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ გეიმ-მასტერებს. ამისათვის ეწვიეთ კონტაქტის გვერდს.

 
Server 070