ჩვენ ვიყენებთ მზა ფაილებს(cookies) - რაც აუცილებელია თქვენთვის უკეთესი ონლაინ სერვისის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი საიტით სარგებლობასთან ერთად, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მოწყობილობაზე მოხდეს მზა ფაილების(cookies) მიღება და შენახვა ბრაუზერის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია შემდგომი გამოყენებისთვის ვებ-გვერდზე აქტივობის პროცესში.

ჰეთთრიქის ისტორია

სეზონი 81 (4 აპრილი 2022)

ამასობაში მისიების ახალი პაკეტი გამოიცა. პაკეტი იმ გუნდებზეა გათვლილი, რომლებიც მრავალი სეზონია არ პროგრესირებენ. ასევე შეგიძლიათ ახალ ლოკალურ წრეს შეუერთდეთ. ფორუმზე მოთამაშის ლინკზე მაუსის გადატარებისას ამიერიდან მისი სახელი, ასაკი, მფლობელი და ა. შ. ინფორმაცია აღნიშნული გვერდის დატოვების გარეშე გახდება წვდომადი. ჩვენ ასევე სამატჩო რეპორტების გვერდზე უფრო მრავალფეროვანი გავხადეთ ძირითადი მოვლენების მიმოხილვა.

ამასობაში ვარჯიშის დამგეგმავი განახლდა, სადაც მრავალი ტიპის სავარჯიშო გეგმა შეგიძლიათ შეადგინოთ. ჩვენ ასევე წარმოვადგენთ ჰეთთრიქში ოჯახურ კავშირებს და ყოველ ახალ მოთამაშისთვის ავსახავთ მის ჰეთთრიქის სავარაუდოდ ცნობილ ფიგურასთან კავშირს.

ფეხბურთელები ასევე მიიღებენ თავის წილ ტროფეებს, თუ მათ მიუძღვით წვლილი გუნდის წარმატებაში. მოხერხდა უკეთეს სასპონსორო ჯილდოებზე შეთანხმება რისკი/ჯილდოს უკეთესად დასაბალანსირებლად.

სეზონი 80 (13 დეკემბერი 2021)

მატჩის კომენტატორები უკეთესად მომზადებულები წარდგებიან რეპორტაჟის წასაყვანად, უფრო მეტი ინფორმაციით მოთამაშეებზე, გუნდებზე და გასულ შედეგებზე. მიღწევები არასოდეს შეიძლება იყოს საკმარისი, შესაბამისად ჩვენ კიდევ რამოდენიმე დავამატეთ.

ახალი დატაბაზის სერვერები ჩაიშვა ხმარებაში, რაც მეტ ინფორმაციის შესანახ სივრცეს, და გამოთვლებისთვის მეტ სიმძლავრეს ნიშნავს. ამით მეტი არჩევანი გვეძლევა, გავაკეთოთ ის, რაც ჩაფიქრებული გვაქვს. "სასურველი დივიზიონის" ფარგლებში შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის მისაღები ჰეთთრიქის ლიგაში გასავლელი გზა, ეს აღმასვლას, დაღმასვლას თუ უბრალოდ ლიგის იგივე დონეზე დარჩენას გულისხმობდეს.

ჩვენ ახალი ფუნქციონალებით განვაახლეთ სამატჩო ბრძანებების გასაცემი გვერდი და გავხადეთ უფრო სწრაფი ჩატვირთვისას. სტადიონის უკეთესი საინტეგრაციო სისტემით, რიგ სხვა დეტალებთან ერთად, მასპინძელი გუნდის არენა წარმოდგენილია ფონად მატჩის მიმდინარეობისას. ასევე შეგიძლიათ გაზონის გაკრეჭვის ფორმები სურვილისამებრ აირჩიოთ.

ფეხბურთელების გვერდი განახლდა, რაც უფრო იოლს ხდის მიიღოთ მათზე ძირითადი ინფორმაცია. დაემატა ინფორმაცია ტრავმებზე, წითელ ბარათებზე და გოლებზე.

სეზონი 79 (23 აგვისტო 2021)

ამ სეზონში ჩვენ გავმართეთ შეზღუდული წვდომის "Apache league", სადაც მონაწილეები 6 სეზონში განმავლობაში ეცდებიან მიაღწიონ მწვერვალს. აპლიკაციას რიგი ახალი ფუნქციები დაემატა, კერძოდ ფორუმში ძიება, მოთამაშეთა გოლები და კეპები და კიდევ მრავალი სხვა რამ.

ეროვნული ნაკრებების ფედერაციები ამიერიდან ყველასთვის წვდომადია, მათ შორის მხარდამჭერის არმქონე მომხმარებლისთვისაც. თქვენი მეკარისთვის განსხვავებული დიზანი შეგიძლიათ შექმნათ. ასევე დაემატა ახალი მიღწევების პაკეტი.

სამატჩო ტაქტიკებმა, როგორიცაა პრესინგი, ფლანგიდან შეტევა და ცენტრიდან შეტევა, რიგი ცვლილებები განიცადა, სხვა ტაქტიკებთან მიმართებაში ბალანსის დასაცავად. ამიერიდან თქვენ შეგიძლიათ გარკვეულ მისიებს დათანხმდეთ, რომელის შემოთავაზებასაც თქვენი აქაური კარიერის მანძილზე დროის გარკვეულ მონაკვეთში მიიღებთ, რათა ახალი მიზნები და მიღწევების პერსპექტივა გაგიჩნდეთ.

სტადიონის დიზაინერი ამიერიდან ჩვენს აპლიკაციაშიც იქნება წვდომადი, მცირედი გაუმჯობესებებით. ბორდის რეზერვების ხარჯვით ლიმიტების გასაკონტროლებლად, ბორდის გადაწყვეტილებით რიგი "ოქროს ზოდის" ტიპის ფეხბურთელის გაყიდვისას მიღებული თანხა, ვინც დიდად მატჩებში მონაწილეობას არ იღებდა, შეიძლება რეზერვებში გადაირიცხოს.

ყოველი სეზონის დაწყების წინ, თქვენ ამიერიდან შეგიძლიათ ხუთი სასპონსორო შემოთავაზებიდან რომელიმე აირჩიოთ და ეს თქვენთვის საინტერესო წინადადების არჩევანი დამოკიდებულია, რა დოზით გსურთ გაწიოთ რისკი.

სეზონი 78 (3 მაისი 2021)

ამიერიდან ლოკალურ წრეების დახმარებით შეგიძლიათ ის მენეჯერები გამოიწვიოთ ორთაბრძოლის მატჩი, რომლებიც იგივე რეგიონში იმყოფებიან. ასევე მენტორებმა თავის შეგირდებთან სასაუბროდ გამოიყენონ ჩატი, სანამ თამაშის გაცნობის პროცესი მიმდინარეობს.

გაუმჯობესებული სტადიონის დიზაინის ხელსაწყო ისევ ბრუნდება, მას შემდე რაც Flash-ის გაუქმების გამო, რაღაც პერიოდი წვდომადი არ იყო. ჩვენ ასევე დავამატეთ რიგი სტატისტიკის და მასთან დაკავშირებული მახასიათებლები.

ყველა ის ადამიანი, ვისაც მიღწევები უყვართ, მოიწამლენ რიგი ახალი მიღწევების დამატებით, და აწი შეუძლიათ "კბილი მოუსინჯონ" მათ. გარდა რიგი გაუმჯობესებისა, რომელიც Match Kit Designer-ს ეხება, ეს ფუნქცია ასევე წვდომადი გავხადეთ აპლიკაციის პლატფორმაზე.

77-ე სეზონი (2021 წლის 11 იანვარი)

ჩვენ ასევე გავუშვებთ მსოფლიო თასის ახალ სისტემას, რომელიც გაცილებით მოქნილი ფორმატით გაიმართება ყველა 144 ქვეყანამ რომ შესძლოს მასში მონაწილეობა. განახლდა ევროპის, აფრიკის, ამერიკის და აზია-ოკეანეთის კონტინენტური ჩემპიონატებიც.

ჩვენ წარმოვადგენთ ახალ სატურნირო ფორმატს, სადაც წაგება არ ნიშნავს ტურნირიდან მყისიერ გამოთიშვას. გაუმჯობესებული შემადგენლობის სიმულატორი მოგცემთ საშუალებას უკეთესად აღიქვათ ამინდის, არენის, გუნდის განწყობის და თავდაჯერებულობის გავლენა თქვენთვის არჩეულ შემადგენლობის შემთხვევაში.

და ბოლოს - როგორც იქნა სცენაზე გამოდის ახალი ფორმის დიზაინერი, იმის ფონზე, რომ რამოდენიმე თვის წინ ფლეშ-ვერსიასთან დამშვიდობება მოგვიწია. დავამატეთ ჩატ-პორტალი, რომელიც უკეთეს მიმოხილვას გთავაზობთ იმ ჩატების, რომლის წევრიც თქვენ ხართ.

შეხვედრების განრიგის გვერდზე ამიერიდან წარმოდგენილი იქნება დივიზიონში ყველა გუნდის სეზონის მანძილზე ფარდობითი პოზიციები, ისევე როგორც ინტერაქტიული ჯვარედინა ცხრილი, სადაც ნებისმიერი არჩეული გუნდის სხვა გუნდთან გამართულ საშინაო/საგარეო ჩანაწერებს იხილავთ. ასევე დაემატება ახალი მიღწევების მიმოხილვის გვერდი.

76-ე სეზონი (2020 წლის 21 სექტემბერი)

მიანმარი, ზამბია, სან მარინო, პუერტო რიკო და ჰაიტი ამ სეზონიდან ჰეთთრიქის ოჯახს შეუერთდებიან. ამის გარდა ვარჯიშის მცირე საპრეზენტაციო ცვლილებები იხილავს სულ მალე დღის სინათლეს.

ჩვენი აპლიკაცია დიდი განახლებებით ბრუნდება, სადაც ამიერიდან ასევე იქნება წარმოდგენილი ვებზე არსებული ბევრი მახასიათებელი. თქვენ შეძლებთ შექმნათ ტურნირები და მიიწვიოთ გუნდები. ასევე იხილოთ უნარების განვითარება, ხელფასის და ტრავმების ისტორია, ისევე როგორც თქვენი ფეხბურთელების სამახსოვრო მომენტები. და ეს, რაც ჩვენ დავამატეთ, იმის მხოლოდ მცირე ფრაგმენტია.

"მსოფლიოს" გვერდი მთლიანად ნახლდება. ჩვენ ასევე დავამატეთ ახალი დიაგრამა "კლუბის ისტორიის" გვერდს, რომელიც სეზონების მანძილზე თქვენი გუნდის განვითარებას (ან პირიქით, უკუსვლას...) აჩვენებს, ლიგის თუ თასის გამოსვლებში.

75-ე სეზონი (2020 წლის 1 ივნისი)

ბელიზი, ბოსტვანა, მადაგასკარი, სენტ-ვინსენტი და გრენადინები - მივესალმოთ ამ ოთხ ახალ ლიგას ჰეთთრიქში. ჩვენ დავამატებთ ვარჯიშის რიგ კარგ მახასიათებელს, კერძოდ, მათ შორის "ვარჯიშის ისტორიის" გვერდი, საიდანაც შეძლებთ მიიღოთ ინფორმაცია თუ დროის გარკვეულ მონაკვეთში რა ტიპის ვარჯიშს იყენებდით.

რიგი პარამეტრები დაემატა ორთაბრძოლის მატჩებს და ტურნირებს, რაც იძლევა საშუალებას ეს მატჩები 3 ან 6-ჯერ უფრო სწრაფად გაიმართოს. ჰეთთრიქი უფრო მრავალმხრივი გახდა, რაც მეტ მიმართლებებს გვაძლევს მის განსავითარებლად. ასევე ახალი ფუნქიცები დაემატა რიგ გვერდებს, როგორიცაა დივიზიონების შეცვლის გვერდი და ტრანსფერების ძიების განახლებული ვერსია.

74-ე სეზონი (2020 წლის 10 თებერვალი)

სათასო ტურნირის სტატუსი, დაშავებული, ან დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები, კომენტატორების ამის შესახები მატჩის მიმდინარეობისას საუბარი მოვლენების უკეთესად აღქმის საშუალებას იძლევა.

ვარჯიშის მგეგმავის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ, სხვა დეტალებთან ერთად, შექმნათ პროგრამა, რომელიც მოგცემთ ინფორმაციას, გარკვეული ვარჯიშის შემთხვევაში, უნარების გაუმჯობესების და მოსალოდნელი ხელფასების შესახებ.

განახლებული კალენდრის დახმარებით "ჩემს ოფისში" უკეთესად მოახერხებთ იხილოთ, როგორც ამ ეტაპზე, თუ რა ხდება მნიშვნელოვანი - ასევე მომავალ უახლოეს კვირებში.

"ჩემს ოფისში" სხვა რიგი ცვლილებებიც განვახორციელეთ, კერძოდ "შეტყობინებების ბარათებში", საიდანაც თქვენი სტაფის წევრებისგან მნიშვნელოვან ინფორმაციას იღებთ თქვენი გუნდის და მოთამაშეების შესახებ.

ძალის რეიტინგი არის ახალი საშუალება სტანდარტული სექციური რეიტინგის და მოთამაშეების ვარსკვლავების მიღმა დამატებით თქვენი გუნდის სიძლიერე გაზომოთ, რომელის კალკულაციაც თქვენს მიერ ჩატარებული ოფიციალური 14-დან აღებული 7 საუკეთესო მატჩის გათვალისწინებით ხდება. ეროვნულ გუნდებშიც გარკვეული სიახლე იქნება, სიტყვაზე, ამიერიდან დამხმარე მწვრთნელს ამხანაგური მატჩის დანიშვნის შესაძლებლობა ექნება.

თქვენ ამიერიდან შეგიძლიათ შექმნათ თქვენი საკუთარი ტურნირი ლიგის მაშტაბით. განახლებული მატჩისწინა გვერდი სულ უფრო მიმსგავსებული ხდება ცოცხალი რეპორტაჟის გვერდთან. ბოტების გუნდების დამარცხება სულ უფრო რთულდება, ასე ვთქვათ, ისინი ბრჭყალებს მეტად აჩენენ.

73-ე სეზონი (2019 წლის 21 ოქტომბერი)

ჰეთთრიქის ოჯახს კიდევ ორი წევრი შეემატა, ეთიოპია და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა. დივიზიონთა ბრძოლის დამსახურებით თქვენ და თქვენი ჯგუფის წევრ სხვა გუნდებს შესაძლებლობა მოგეცათ ერთად ეპაექროთ სხვა დივიზიონების გუნდებს და საუკეთესოს სტატუსი მოიპოვოთ.

დივიზიონის ჯგუფის ცხილებმა გაუმჯობესებული დიზაინი შეიძინეს. ფეხბურთელების სინჯებზე აყვანით თქვენ უკვე წინასწარ შეგიძლიათ ფეხბურთელის სარგებლიანობის გამოცდა, სანამ მის შეძენას გადაწყვეტდეთ. ლადერის და მყისიერი მატჩებისთვის შესაძლებელი გახდა "ვადამდელი დასაწყისის" ფუნქციით სარგებლობა, როდესაც ამას ორივე მენეჯერი ეთანხმება.

მატჩის რეპორტაჟისას, კომენტატორი უფრო მეტ ინფორმაციას გაწვდით, რათა შეხვედრისთვის თვალყურის დევნება უფრო საინტერესო გახდეს. მობილურ აპლიკაციას დაემატა მუქი დიზაინი!

ჩვენ მოვახდინეთ ოფისის გვერდის მოდერნიზება, რათა მნიშვნელოვანი ინფორმაციის პოვნა უფრო ადვილი გამხდარიყო. ნაკრებ გუნდებში სკაუტებს მიენიჭათ უფრო მნიშვნელოვანი როლი, ხოლო პერსპექტიული სანაკრებო ფეხბურთელების სიების გამოყენებით ნაკრების კანდიდატებზე დაკვირვება ბევრად გაადვილდა.

72-ე სეზონი (2019 წლის 1 ივლისი)

აპლიკაციას დაემატა კიდევ რამდენიმე ფუნქცია, შესაძლებელი გახდა ახალგაზრდული გუნდისთვის ამხანაგური მატჩების დანიშვნა და ეროვნული ნაკრებების თამაშების ხილვა. ასევე, აღნიშვნის ღირსია სამატჩო ბრძანებების ინტერფეისის გაუმჯობესება.

გამძლეობის მინიმალური დასაშვები წილი 5-დან 10%-მდე გაიზარდა. მენტორებმა მეტი აღიარება მიიღეს მათ მიერ გაწეული შრომის დასაფასებლად. დაინერგა ახალი Gears-პროდუქტები "დამატებითი სატრანსფერო პერსპექტივისა" და "ექსტრა ავტოფსონის" სახით.

ეროვნული ნაკრები გუნდები იღებენ პირად ვარჯიშის გვერდს და ეროვნული ნაკრების დამხმარე მწვრთნელს. სახელმძღვანელო ხელმისაწვდომი ხდება აპლიკაციიდანაც. შესაძლებელი ხდება ფორუმისა და პირადი წერილების გადახედვა მათ გაგზავნამდე, რაც საკმაოდ გამოსადეგია მათთვის ვისაც HT-წერილების შესალამაზებლად ფორმატირების გამოყენება უყვარს.

71-ე სეზონი (2019 წლის 11 მარტი)

თასის, ისევე როგორც მატჩისშემდგომი მოხსენების გვერდმა მოდიფიკაცია განიცადა. ფეისბუქის გამოყენებითა და ჩვეულებრივი გზით ავტორიზაციების გარდა, თამაშში შემოსვლა ხელმისაწვდომი გახდა გუგლის ანგარიშის საშუალებითაც.

70-ე სეზონი (2018 წლის 19 ნოემბერი)

ბოლო 7 წლის მანძილზე პირველად, ჰეთთრიქს კვლავ დაემატა ახალი ქვეყნები! ჰეთთრიქის ოჯახმა სიხარულით მიიღო 5 ახალი ქვეყნა - გუამი, შრი ლანკა, სან-ტომე და პრინსიპი, კომორის კუნძულები და კურასაუ. დაინერგა მრავალი ახალი ფუნქცია - ახალგაზრდული აკადემიებისთვის, სტატისტიკისთვის, უფრო მიმზიდველი თასებისთვის და მრავალი სხვა. რაც ყველაზე მთავარია, სამატჩო ბრძანებების გვერდის გაუმჯობესებამ ჰეთთრიქის ეს უმნიშვნელოვანესი ნაწილი უფრო ინტუიციური, მძლავრი და სწრაფი გახადა.

69-ე სეზონი (2018 წლის 30 ივლისი)

ჰეთთრიქი სრულად ინტეგრირდა მობილურ პლატფორმებზე! სმარტფონებისთვის გამოვიდა განახლებული პროგრამა, რამაც მენეჯერებს ძალიან გაუადვილა გუნდების მართვა. ასევე ყურადღება დაეთმო ვებ-გვერდის გაუმჯობესებასაც. ბევრ სიახლესთან ერთად, დაინერგა ორთაბრძოლის მატჩები, განახლდა ტრანსფერების შედარების, ტრანსფერების ცხელი სიის და კვირის გუნდის გვერდები.

68-ე სეზონი (2018 წლის 9 აპრილი)

დეველოპერთა გუნდმა დიდი შრომა გასწია მობილური აპლიკაციის ახალი ვერსიის შექმნაზე, რომელიც წინამორბედთან შედარებით ფუნქციონალურად ბევრად გაუმჯობესდა.

67-ე სეზონი (2017 წლის 16 დეკემბერი)

მომხმარებელთა შორის ჩატარდა დიზაინის კონკურსი, რამაც მოგვაწოდა ახალი იდეები სამომავლო განვითარების თაობაზე. გამარჯვებულები მიწვეულ იქნენ მომდევნო ეტაპზე და მათი ხედვა მნიშვნელოვნად დაეხმარა ჰეთთრიქს.

66-ე სეზონი (2017 წლის 28 აგვისტო)

გამოცხადდა მნიშვნელოვანი სიახლე ტურნირების განხრით, რამდენადაც მოხდა თაობათა თასის დაბადება, სადაც ერთმანეთს ეჯიბრებიან ისეთი მენეჯერები, რომლებმაც დაიწყეს თამაში დაახლოებით ერთსა და იმავე პერიოდში. საზოგადოების წინაშე წარდგა ვარჯიშის ახალი გვერდი, რომელიც შეიცავს გაუმჯობესებულ ხელსაწყოებს და უკეთესად აჩვენებს ვარჯიშის კუთხით მნიშვნელოვან დეტალებს.

65-ე სეზონი (2017 წლის 8 მაისი)

ჩვენ გავაუმჯობესეთ ჩატის სისტემა, რომელიც აადვილებს სამატჩო დღეებს შორის მის პოვნას და მასში მონაწილეობის მიღებას.

სამატჩო ბრძანებების ახალი გვერდი ოფიციალურად გამოიცა და იგი არა მხოლოდ ვიზუალური განახლებით შემიოიფარგლება, არამედ მას დაემატა ბევრი ახალი ფუნქციაც, როგორიცაა მაგალითად სათადარიგო ფეხბურთელთა რიცხოვნობის 7-მდე გაზრდა და კიდევ ბევრი სხვა.

სეზონი 64 (16 იანვარი 2017)

Hattrick International საშუალებას გაძლევთ კონკურენცია გაუწიოთ მენეჯერებს მთელს მსოფლიოში. უფრო მეტიც, ეს არის ახალი ლიგა, და საინტერესო იქნება, ვინ გახდება პირველი ჩემპიონი მე-6 სეზონის დროს.

ამიერიდან ტრავმები უფრო მეტი ინფორმაციის მატარებელია, თუ სხეულის რომელ კონკრეტულ ნაწილზე მიიღო მოთამაშემ დაზიანება. ტრავმის შეფასების დრო უფრო ზუსტი გახდა. ასევე გაჩნდა ორთაბრძოლის მატჩების გარჩევის საშუალება და რიგი დეტალები შეემატა გუნდის ანალიზის ინსტრუმენტს.

ჩვენი პლატინისა და ბრილიანტის მხარდამჭერი იძლევა საშუალებას შეგახსენოთ, როდესაც ახალგაზრდული ფეხბურთელი მზად არის და დაწინაურდეს ძირითადი გუნდისთვის.

სეზონი 63 (26 სექტემბერი 2016)

ტაქტიკების ოთახი იღებს მორიგ განახლებას, რისი საშუალებითაც თქვენ უკვე გექნებათ საკუთარი გუნდის გაანალიზების შესაძლებლობაც, ხოლო მხარდამჭერის პაკეტის ფლობის შემთხვევაში იგივეს გაკეთება საკუთარ ფეხბურთელებზეც შეგეძლებათ. მატჩის განმეორებების შედეგების ნახვა ახლა უკვე მხარდამჭერის არმქონე მენეჯერებსაც შეეძლებათ, რასაც ისინი კრედიტების საშუალებით გააკეთებენ.

ბრაუზერის შეტყობინებები სასარგებლოა მათთვის, ვინც მატჩის მიმდინარეობისას სხვა საქმის კეთებითაც არის გართული, მაგრამ არ სურს რომ გამოტოვოს შეხვედრისას მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები. ჩვენ მოვახდინეთ ქვეყნების ეროვნული გვერდების განახლება, სადაც ჩვენ უკვე გთავაზობთ სხვა და სხვა სახის საინტერესო სტატისტიკურ ინფორმაციას და ასევე გიჩვენებთ მოქმედ ჩემპიონს და თასის გამარჯვებულს.

მრავალმხრივი გაუმჯობესება მიიღო ახალგაზრდული აკადემიების სისტემამ, როგორიცაა ვარჯიშის ეფექტის დაუყოვნებელი გამოვლენა და სკაუტების მიერ 17 წლის ფეხბურთელების აღმოჩენის შანსების ანულირება. თქვენ არ გაქვთ ახალგაზრდული აკადემია? ამ მხრივაც კარგი სიახლე გვაქვს, რადგან სკაუტთა ქსელი თქვენ აღარ შემოგთავაზებთ 19 წლის ფეხბურთელებს და აქცენტი უფრო ახალგაზრდა მოთამაშეებზე გაკეთდება.

სეზონი 62 (6 ივნისი 2016)

ახალი Live-რეპორტიორის დანერგვით მატჩების ყურება უფრო სახალისო გახდა, სადაც შეხვედრის მიმდინარეობისას ჩვენ ასევე გიჩვენებთ საინტერესო სტატისტიკას. შეფერხებების შემთხვევაში მსაჯს უკვე შეუძლია მისი კომპენსირება რამდენიმე წუთის დამატებით. აქ უკვე მოქმედებს ჩატი, რაც მოგცემთ საშუალებას, რომ ცოცხალ რეჟიმში ესაუბროთ თქვენი დივიზიონის სხვა მენეჯერებს.

გუნდის ანალიზის ხელსაწყოს დახმარებით თქვენ შეგიძლიათ სწრაფად გააკეთოთ თქვენი მომავალი მოწინააღმდეგეების მიერ ჩატარებული უახლოესი მატჩების ანალიზი.

სეზონი 61 (15 თებერვალი 2016)

ახლა უკვე ვაჩვენებთ დონეებს ღვთაებრივს მაღლა. გაუმჯობესდა მენტორთა სისტემაც.

სეზონი 60 (26 ოქტომბერი 2015)

ამ სეზონში პერსონალის სისტემა განახლდა და ამიერიდან თქვენი პერსონალი მიიღებს კონტრაქტს. თქვენ ახლა უკვე შეგიძლიათ დაიქირაოთ ტაქტიკური ასისტენტი, პიარ მენეჯერი კი ამოღებულია პერსონალის სისტემიდან.

საბოლოოდ ვემშვიდობებით HT-დროს და ახლა თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი სასაათო ზონა, ასევე საჭირო აღარაა დროის გამოთვლა თუ რამდენი დარჩა თქვენს მატჩამდე და რა სხვაობაა ცენტრალური ევროპისა და იმ ადგილის დროს შორის სადაც თქვენ ცხოვრობთ.

სეზონი 59 (6 ივლისი 2015)

ჩატარებული მატჩების ანალიზის გაკეთება გაცილებით მარტივი ხდება, რადგან ჩვენ ვამატებთ მომენტების სტატისტიკას, რომელიც გამოჩნდება თამაშის დამთავრების შემდეგ. ასევე მატჩების გვერდზე ხელმისაწვდომი იქნება "განლაგების სიმულატორი", რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ დატესტოთ სხვადასხვა სათამაშო ვარიანტები და იგი ასოცირებული არ იქნება რომელიმე კონკრეტულ მატჩთან.

ჰეთთრიკის მე-18 იუბილესთან დაკავშირებით ჩვენ დავამატეთ ახალი სტატისტიკური ფუნქციები მოთამაშის გვერდზე. კერძოდ კი, ფეხბურთელის სახელფასო ისტორია და ასევე განცალკევებით გამოვყავით იმ გოლების სტატისტიკა, რომელიც ფეხბურთელმა გაიტანა მიმდინარე კლუბის შემადგენლობაში თამაშისას.დამატებით, ასევე შესაძლებელი გახდა 32 და 64 გუნდიანი ტურნირების შექმნა და მონაწილეობის მიღება

ჩვენ ვამაყობთ იმ ფაქტით, რომ ინდონეზიურის სახით, ჰეთთრიკის სამყაროს ახალი ენა დაემატა. ასევე უახლესი ფუნქციის სახით ჩვენმა მობილურის აპლიკაციამ შეიძინა საკუთარი ჩატის ახალი სისტემა. ახლა თქვენ შეგიძლიათ ესაუბროთ თქვენი დივიზიონის წევრებს, თქვენს მატჩის მოწინააღმდეგეს ან ისაუბროთ ღიად ფედერაციის ჩატის ოთახში, ფედერაციის ყველა წევრისთვის.

სეზონი 58 (16 მარტი 2015)

დღეიდან თავდაჯერებულობის მართვა უფრო ადვილი იქნება, რადგან იგი გაცილებით უფრო პროგნოზირებადი გახდა და მნიშვნელოვანი ვარდნების რიცხვი გაცილებით გაიშვიათდება. სავარჯიშო ჯარიმა მატჩზე გამოუცხადებლობის გამო გაუქმდა და თქვენი მოთამაშეები მაინც მიიღებენ ვარჯიშს იმავე კვირაში თუ მათ სხვა თამაშში ათამაშებთ. ასევე შევამცირეთ მატჩისშემდგომი პენალტების სერიის მიმდინარეობის ხანგრძლივობა და ნაცვლად მაქსიმალური 20 წუთისა, ეს პროცესი სულ რამდენიმე წუთში დასრულდება.

ამიერიდან მხარდამჭერებს უკვე შეეძლებათ საკუთარი დიდების დარბაზის წარმომადგენლის დანიშვნა ახალგაზრდული აკადემიის სკაუტად, ახალგაზრდული აკადემიის მწვრთნელად და კლუბის ნებისმიერ სხვა სპეციალისტადაც. ასევე ჰეთთრიკის მობილურ აპლიკაციას დაემატა სოციალური განყოფილება, რის შემდეგაც თქვენ უკვე შეგიძლიათ აპლიკაციის საშუალებითაც ისარგებლოთ ფორუმით და ჰეთთრიკის მეილით.

რამდენიმე წლის მანძილზე ჩვენ ვხედავდით თუ როგორ მონდომებით ცდილობდნენ ჩვენი მომხმარებლები დამწყები მენეჯერების დახმარებას. ყოველივე ამის გამო გადავწყვიტეთ გაგვეიოლებინა ასეთი ადამიანებისთვის საქმე და დავნერგეთ მენტორობის სისტემა, რომელიც ხელს შეოწყობს გამოცდილ მენეჯერებს ახალბედებთან ურთიერთობის კუთხით და იმედია მათაც ისევე შეუყვარდებათ ეს თამაში, როგორც ჩვენ ყველას გვიყვარს.

ამიერიდან ყოველი სეზონის ბოლოს მხარდამჭერთათვის გაიმართება ოფიციალური ტურნირი, რომელიც საერთაშორისო ფორმატის იქნება. აქ მატჩები გაცილებით ინტენსიურად გაიმართება და მონაწილეებს ბევრ სახალისო სიურპრიზს ჰპირდება.

სეზონი 57 (24 ნოემბერი 2014)

ჩვენ ძალიან მოხარული ვართ ჩვენი ახალი მობილური ვებ საიტის და ასევე iPhone-ისა და Android-ის მოდერნიზებული აპლიკაციების გამოცემით. ვფიქრობთ რომ აღნიშნული სერვისები დამატებით სათამაშო გამოცდილებას შესძენს იმ მომხმარებლებს რომელთაც მოსწონთ მობილური ინტერნეტით სარგებლობა.

მხარდამჭერები მიიღებენ შესაძლებლობას ორგანიზება გაუწიონ მათ ქსელების სიებს. ღია ტურნირები მისცემს მენეჯერებს შანსს შეუერთდნენ ნებისმიერ ხელმისაწვდომ ტურნირს მოწვევის გარეშე.

სეზონი 56 (4 აგვისტო 2014)

ჩვენ მთლიანად შევცვალეთ ჩვენი თასის სისტემა, სადაც უფრო მეტი გუნდები მიიღებენ მონაწილეობას და გამოცდილებას მნიშვნელოვანი თასი პერსპექტივაში. გარდა ამისა, ჩვენ წარმოგიდგინეთ დივიზიონის თასი ქვედა დივიზიონელებისთვის. ამავე დროს, ჩვენ ასევე გავაკეთეთ უფრო მეტი ფულადი პრიზები და ადრეული თასის ეტაპები, ვიდრე ადრე.

ჰეთთრიქი უშვებს თავის 55-ე ენას, ამერიკულ ინგლისურს.

სეზონი 55 (14 აპრილი 2014)

ამ სეზონში დიდი ხნის ნანატრი თანამშრომელთა ახალი სისტემა საბოლოოდ შეგიძლიათ ნახოთ გამთენიისას დღეს, გადაწყვეტილებას მიიღებენ მომხმარებლები, თუ ვინ უნდა აიყვანონ უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო.

დაბალ დივიზიონებში ჩვენ ვგეგმავთ უფრო მეტი საკვალიფიკაციო მატჩების ჩატარებას დაწინაურებისათვის და სეზონისმანძილზე იქნება უფრო მეტი მატჩი. ამასთან ერთად გაიზრდება საპრიზო თანხაც.

ეს შესაძლებელი გახდა, ითამაშოდ კიდევ უფრო მეტი ტურნირი. თქვენ ახლა შეგიძლით ნახოთ ტრავმების ისტორია თქვენი ფეხბურთელების მოციმციმე თვალებით. მენეჯერების ქსელით ყველა ჰეთთრიქის მომხმარებელს შეუძლიათ ადევნონ თვალი იმ გუნდებს და მენეჯერებს, რომლებიც მათ აინტერესებთ.

ფეხბურეთელებისათვის სახლების შეცვლასა და მატჩის მოვლენების დამატაებასთან ერთად ჩვენ დავამატეთ კიდევ ახალი პროდუქტები Gears-ს. ეს თუ არ იყო საკმარისი შემოვიღეთ სეზონშორისი შესვენებების დროს ამხანაგური მატჩები, ასე რომ ყოველ უქმეზე იქნება შესაძლბელობა მატჩს თამაშისა, თუ რა თქმა უნდა არ დაგავიწყდებათ ამხანაგურის დანიშვნა.

ბრილიანტი არის ახალი მხარდამჭერის დონე, სადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი ყველა Gears პროდუქცია კრედიტების გარეშე. იგი ასევე მოიცავს ფუნქციების გამეორებას, რომელიც საშუალებას გაძლევთ ნახოთ, რა მოხდებოდა, თუ თქვენი მატჩი იყო იმიტირებული ათჯერ.

სეზონი 54 (23 დეკემბერი 2013)

ახალი სავარჯიშო ინსტრუმენტი ხელს შეუწყობს ჩვენს მხარდამჭერებს შეაფასონ რამდენი ვარჯიში სჭირდებათ მათ მოთამაშეებს სანამ ისინი მიაღწევენ მომდევნო დონეზე მოცემულ უნარს.

მადლობა CHPP-ს აპლიკაციებს უკეთესი მხარდამჭერისთვის, ჩვენს მესამე მხარის დეველოპერებს ახლა შეუძლიათ გააკეთონ ახალი, უკეთესი და უფრო საინტერესო პროგრამები, რომელიც ადრე არ იყო შესაძლებელი.

ჰეთთრიქის ფორუმების ისტორიაში პირველად უკვე მზადაა იმათთვის ვინც არ თამაშობს ჰეთთრიქს. ჩვენ წარმოგიდგენთ ladders-ს ფედერაციებს. გარდა ამისა ეს ხდება შესაძლებელი მხარდამჭერებითვის, რომ ნახონ როგორ ვითარდება თქვენი მატჩის რეიტინგი Live რეიტინგების დროს.

ამ სეზონისკენ გადავწყვიტეთ, ფინასური Fair Play-ს შემოღება რათა უზრუნველყოს უფრო თანაბარი და სამართლიანი თამაში საერთაშორისო ჰეთთრიქის ლიგის სისტემის.

სეზონი 53 (2 სექტემბერი 2013)

რამდენიმე წლის შემდეგ ჰეთთრიქი ბოლო-ბოლო ემშვიდობება ოქროს გოლის წესს, რომელიც ჩვენი მომხმარებლის გამოკითხვის შედეგად გაირკვა. მადლობა ყველას და იგივე ხმის მიცემით შენ შეგიძლია ახლა ნახოთ, წაშალოთ და შეასწოროთ თქვენი საწყისი შემადგენლობა.

ახალგაზრდულ გუნდებს მეტად აღარ ექნებათ სეზონური შესვენება, ძირითადი გუნდების' შესვენების განმავლობაში.

სეზონი 52 (13 მაისი 2013)

Ladder არის ალტერნატიული ტურნირი, რომელსაც აქვს უფრო სწრაფი ტემპი, ეს არის ახალი გამოწვევა ანდაც უბრალოდ გართობა ახალი სახის ტურნირით. აზერბაიჯანული გახდა 54-ე ენა ჰეთთრიქში. შემოვიღეთ ექაუნთის სტატუსის გვერდი.

ფინანსური პრობლემების გამო Zattika-მ გაყიდა ჰეთთრიქი და ის დაუბრუნდა ძველ მეპატრონეებს. ამის მიუხედავად ჰეთთრიქი აგრძელებს ცხოვრებას, მაგრამ უარი უნდა ვუთხრათ ისეთ პატივსაცემ და ცნობილ თანამშრომლებს როგორებიც არიან ჩვენი კოლეგები:HT-Klas და HT-Tjecken.

სეზონი 51 (21 იანვარი 2013)

სოციალურ ქსელებში, თქვენი გუნდის მიერ ჩატარებული მატჩს შედეგების გაზიარებით მეგობრებისათვის, თქვენ შეგიძლიათ მოუყვეთ მათ თქვენი გმირული გამარჯვების ან დასანანი მარცხის შესახებ.

ჰეთთრიქ მხარდამჭერი აღარ არის ერთი პროდუქტი: პლატინუმ, ოქროს და ვერცხლის. ინდივიდუალური ფასები სხვადასხვა ქვეყნებისათვის აძლევს შანსს მომხმარებლებს შეიძნონ მხარდამჭერი უფრო დაბალ ფასად ვიდრე მანამდე.

ბევრი ფიქრობდა, რომ ჩვენ ვერ მოვიფიქრებდით საპირველაპრილო ხუმრობას უფრო კარგას ვიდრე ეს იყო ბურთებთან დაკავშირებით. მაგრამ მსაჯების შემოღება კარგი მცდელობა იყო. ეხლა უკვე თქვენ შეგიძლიათ გამოიმუშავოთ ქულები ჰეთთრიქში მეგობრის მოწვევით.

სეზონი 50 (1 ოქტომბერი 2012)

რეიტინგის ანალიზს დაემატა მეტი მნიშვნელობები, მატჩების ახალი დეტალური რეიტინგის სახით. "ორთაბრძოლა" შესაძლებლობას გაძლევთ გამოიწვიოთ ნებისმიერი გუნდი და ითამაშოთ გაცილებით მეტი მატჩი, ვიდრე ეს ოფიციალური განრიგით გეკუთვნით.

ჩვენმა მხარდამჭერი გაიზარდა და დაემატა სატრანსფერო პერსპექტივები, კლუბის თემა და კლუბის ლოგოს რედაქტორი. მხარდამჭერის ზოგიერთი ძველი ფუნქცია ხელმისაწვდომი გახდა ყველასათვის.

ავტობიოდინგით მენეჯერებს მიეცათ შესაძლებლობა ლოდინისა და თვალყურის დევნების გარეშე სასურველი ფეხბურთელის შეძენისა. შემოთავაზების კედლის საშუალებით ჩვენ მგოეცით შესაძლებლობა გამოგემუშავებინათ ქულები და ამ ქულებით შეგეძინათ მხარდამჭერი ან კრედიტები, რეალური ფულის დახარჯვის გარეშე.

სეზონი 49 (11 ივნისი 2012)

ჩვენი ახალი რეკრუტმენტის ცენტრი უფრო გაიოლდა თქვენთვის და მარტივად შეგიძლიათ მოწვიოთ მეგობარი ჰეთთრიქში. ჰეთთრიქ პრესასთან ერთად ჩვენ ორგანიზება გავუკეთეთ მწერლების კონტესტს, სადაც თქვენ შეგეძოთ დაგეწერათ ჰეთთრიქში თქვენი კარიერის შესახებ. ახალი მენეჯერების ლიცენზიამ შეცვალა ძველი მენეჯერების ლიცენზია ახლებისათვის გამოცდილების მისაღებად.

როდესაც ჰეთთრიქმა ნახა დღის სინათლე 15 წლის წინათ, ჩვენ ავღნიშნეთ ეს თარიღი რეინტგის ახალი სისტემით, რომელიც უფრო მეტ ინფორმაციას გაწვდით თქვენი მატჩების დაიჯესტისათვის. აგრეთვე თქვენ შეგიძიათ მოინახულოთ ჩენიო საიუბილეო გვერდი სადაც ჩვენ გთავაზობთ ზოგიერთ საინტერესო ფაქტს ჩვენი 15 წლიანი ისტორიიდან.

ჩვენს მომხამრებლებს, რომელთაც მოსწონთ სმარტფონებით თამაში, უკვე შეუძლიათ ისარგებლონ ჰეთთრიქის ოფიციალური აპლიკაციით ანდროიდის პლატფორმაზეც, რომელსაც აქვს იგივე ფუნქციები რაც iOS-ისათვის განკუთვნილ აპლიკაციას აქვს.

სეზონი 48 (20 თებერვალი 2012)

თქვენ შეგიძლიათ მოიწვიოთ უფრო მეტი მეგობარი თქვენს ლიგაში, თუ თქვენ თამაშობთ ორი ყველაზე დაბალი დივიზიონიდან ერთერთში. ჰეთთრიქ ტურნირების შემოღებით მიიღეთ შესაძლებლობა თამაშისა ყოველგვარი ტრავმებისა და ბარათების მიღების რისკის გარეშე, რონმლებიც ახდენენ გავლენას ჩეულებრივ თამაშზე.

დიდი ნაბიჯი ჩვენს ისტორიაში, როდესაც ჰეთთრიქი შეუერთდა Zattika-ს, თამაშის შემქმნელები ფოკუსირდნენ სოციალურ და მობილურ თამაშებზე.

თქვენი გუნდის ფორმა უკვე ჩანს მატჩებისათვის ბრძანებების გაცემის ინტერფეისში და ფეხბურთელი, რომელსაც ნათამაშები აქვს მატჩ უკანასკნელი ვარჯიშის შემდეგ მონიშნულია. ეს არ არის სულ, ჩვენ რეალიზება გავუკეთეთ iPhone–ის აპლიაკციას, და მოგეცათ აგრეთვე შესაძლებლობა შემოხვიდეთ ჰეთთრიქში ფეისბუქიდან.

სეზონი 47 (31 ოქტომბერი 2011)

ლოიალობის ეფექტი, იმ ფეხბურთელებს რომელებიც დიდი ხანია თქვენს გუნდში ირიცხებიან, ახლა უკეთესად თამაშში დაეხმარება. ჩვენს საიტს დაემატა "Hattrick Gears" - ერთჯერადი გადახდის ფუნქცია, რომელიც გაძლევთ სახალისო საშუალებებს, მაგ. შეგეძლებათ შეუცვალოთ გარეგნობა ფეხბურთელებს. ჩვენ აგრეთვე შემოვიღეთ ახალი სტატისტიკა, რომელიც ნაწილობრივ ანაცვლებს პოპულარულ საიტს Alltid.org-ს. ჰეთთრიქის პრესამ მიიღო საკუთარი ბლოგი Hattrick United-ზე და ამავე დროს ფედერაციებს მიეცათ შესაძლებლობა საკუთარი ბლოგის გახსნისა.

ჩვენ სიამოვნებით გაცნობეთ, რომ გავხდით ფავორიტი სიმულაციური თამაში 2011 წელს!

სეზონი 46 (11 ივლისი 2011)

მატჩებისათვის ბრძანებების გაცემის ფორმა გაუმჯობესდა და დაემატა რეიტინგების წინსწარ განმსაზღვრელი და აგრეთვე ფეხბურთელის იდელაური პოზიცია იქნება ხოლმე განათებული. ახალწვეულებს შეუძლიათ მოთხოვონ მწვრთნელს განლაგებსი დაყენება. შესაძებელია ორმა ფეხბურთელმა გაუცვალოს ერთმანეთს პოზიცია მოედანზე, მატჩის მსვლელობისას.

ყველა მომხმარებელს აქვს შესაძებლობა ნახოს ვარჯიშის ძირითადი მოხსენება. მხარდამჭერის მქონეებს კი ეს მოხსენება უფრო გაუმჯობესებული სახით მიეწოდებათ, რომელიც შეიცავს გამძლეობისა და ფორმის ცვალებადობის შესახებ ინფორმაციასაც. აგრეთვე მათ შეუძლიათ ისარგებლონ არენის გამოყენებისა და ფანკლუბის განვითარების ტენდენციების ამსახველი გრაფიკული გამოსახულებებითაც. მხარდამჭერთათვის ასევე არსებობს შესაძლებლობა გაიცეს ბრძანებები მატჩებისათვის CHPP აპლიკაციების დახმარებით.

სეზონი 45 (21 მარტი 2011)

ძალიან ბევრი რამ მოხდა ჰეთთრიქში ამ სეზონის მანძილზე. შესაძლოა ყველაზე დიდი ცვლილება იყო "ჩემი ოფისის" შემოღება და ახალი სასტარტო გვერდი მენეჯერებისათვის. ამას გარდა იყო კიდევ სამი დიდი რელიზი: ჰეთთრიქ United (ჩვენი ბლოგ პორტალი), ჰეთთრიქ Widgets (მზა widget-ები ნებისმიერ საიტზე/ბლოგზე გამოსაყენებლად) და ჰეთთირ Open (სადაც თქვენ შეგიძლიათ ითამაშოთ ჰეთთრიქ ტურნირები თქვენს მეგობრებთან ერთად, როდესც მოისურვებთ).

ჰეთთრიქ მხარდამჭერი აღნიშნავს თავის მე-10-ე დაბადების დღეს და გთავაზობთ მენეჯერის ავატარებს, რომელიც შეგიძლიათ ცვალოთ, პრეს-განცხადებებზე ბმულს, ახალ ბექგრაუნდს და გაუმჯობესებულ სატრანსფერო ცხელ სიას.

კამერუნი, უზბეკეთი, კუბა და პალესტინა არიან ჰეთთირიქის ოჯახის ახალი წევრები. აგრეთვე ძალაში შევიდა ისლანდიურ ენოვანი ვერსია ჰეთთრიქისა.

სეზონი 44 (29 ნოე 2010)

მრავალი წლის შემდეგ, ჰეთთირიქი ითარგმნა არაბულ ენაზეც. მხარდამჭერის პაკეტი განახლდა ლაივ და საშიანო/გასვლითი მატჩების ცხრილითაც, აგრეთვე დაემატა მოწონების ღილაკი და ორეს განცხადებები, აგრთვე გუნდის ფოტო. წინასამატჩო კომენტარებიც უკვე ყველასათვის ხელმისაწვდომია. შესაძლებელია ამხანაგური მატჩის დანიშვნა ფეისბუქის საშუალებით.

თამაშიდან ამოღებულია ფორმის ვარჯიში.

სეზონი 43 (აგვისტო 9 2010)

ამ სეზონის განმავლობაში ჰეთთრიქი გახდა თინეიჯერი. ამ სეზონის ყველაზე დიდი სიახლე არის ვარჯიშის ტემპის დაჩქარება. ტემპი ვარჯიშისა დაბალ დონეზე უფრო მაღალია და მაღალი დონის ფეხბურთელებისათვის კი შედარებით დაბალი. ამავე დროს ფეხბურთელის დონის ვარდნა უფრო მეტად დამოკიდებული გახდა ფეხბურთელზე და არა მის ასაკზე. მოხდა ცვლილებები თანამშრომლებშიც. მეკარის მწვრთნელი შეიცვალა და მწვრთნელისა სისტენტით, ბუღალტრები საერთოდ აღარ არიან და ამასთან თქვენ შეგიძლიათ ერთდროულად გყავდეთ მაქსიმუმ 30 თანამშრომელი ჯამში (თითოეული პროფესიის კი მაქსიმუმ 10).

მატჩის ძრავა უფრო რეალური და გასაგები გახდა. სპეც.მომენტების შექმნა პროპორციულია ბურთის ფლობისა.კლუბის ექიმები მიხვდნენ, რომ თანამედროვე მედიცინით შესაძლებელია ბოლო მოეღოს ხანგრძლივ ტრავმებს. როდესაც ფეხბურთელი იღებს ტრავმას ის მაქსიმუმ ვერ შეძლებს მოედანზე გამოსვლას 4 კვირა.

ჩვენ გავაუმჯობესეთ ლიგის ცხრილი, დიდი მადლობა კომუნის წევრს (jimrtex). ბეტა ვერსია, ფორუმზე ძიებისა ძალაში შევიდა და მომხმარებლებმა გახსნეს საკუთარი ბლოგები, იმისათვის, ორმ გაგვიზიარონ თავიანთი ყოველდღიური ცხოვრება.

სეზონი 42 (19 აპრილი 2010)

პირველად ისტორიაში, ჩვენ შევიმუშავეთ მატჩის ძრავი, რომელიც არ ეფუძნება 4-4-2 ტაქტიკას. ახალ ძრავს გააჩნია ყველა ფორმაციის ფლობა ფეხბურთელების პოზიციების გადაადგილების გარეშე. ძრავის კიდევ ერთი ცვლილება აისახა ცენტრალური ნახევარმცველების მანამდელთან შედარებით ნაკლებ ძლიერებაში.

ფინანსური გვერდის განახლებით, იგი უფრო მეტად დეტალური გახდა, იგი უკვე მოიცავს სეზონის დანახარჯებს. მხარდამჭერებს ფინანსური გრაფებიც აქვთ უკეთესი ხედვისთვის. ჰეთთრიკმა ასევე თანამშრომლობა დაიწყო იტალიურ პორტრეტულ სპორტულ გაზეთ Gazzetta dello sport-თან.

სეზონი 41 ( 28 დეკემბერი 2009)

ამ სეზონის სტარტამდე, ყველა ბოტმა გუნდმა მეექვსე და უფრო დაბალი დონიდან დაიწყო უმდაბლეს დივიზიონებში დაქვეითება სეზონის ბოლოს, ხოლო აქტიური მენეჯერების გუნდებს შეჯიბრში დაწინაურების შანსი მიეცათ. მატჩის ძრავში მთავარი მომენტების (შანსების) განაწილება შეიცვალა, რამოდენიმე მომენტი სიახლედ იქცა თითოეული გუნდისთვის. ეს ყველაფერი მოხდა ბალანსის გასაუმჯობესებლად და თამაშში აზრთა სხვადასხვაობის შესამცირებლად. ამ ცვლილებამ ასევე უკეთ სამართავი გახადა კონტრ-შეტევებისა და პრესინგის ტაქტიკა.

გამოვიდა ჩვენი 50-ე, მალტური, ენის ვერსია. ასევე, ჩვენი სისტემური ინფორმაციის გვერდი დაიხვეწა, რომელმაც დიდწილად გააუმჯობესა ჩვენი კომუნიკაციის საშუალებები. HFA შეეგება მატჩის რეპორტაჟების ახალ თაობას, რაც მოიცავდა სტადიონზე დროულად გამოჩენას. და ბოლოს, სეზონის დასასრულს, მატჩის ახალი ბრძანებების ფორმა დაიტესტა ახალგაზრდულ სისტემაში, მოგვიანებით მთავარი გუნდების ამხანაგურ შეხვედრებში.

სეზონი 40 (7 სექტემბერი 2009)

მე-40 სეზონი საკმაოდ წყნარი და თამაშის მხრივ შეუცვლელი იყო. მაგრამ ჰეთთრიკმა დიდი ხნის ლოდინის შემდეგ შექმნა ფეისბუქის აპლიკაცია და ასევე ფანების ახალი გვერდი ფეისბუქზე. მენეჯერის მიღწევები განახლდა, დაემატა ყველა შესაძლო მიღწევის სია. ასევე, პატარა დამატებამ ჰეთთრიკში, მენეჯერებს მისცა მათი ფავორიტი რეალური გუნდების არჩევის შესაძლებლობა.

სეზონი 39 (მაისი 17 2009)

გუნდის განწყობის ეფექტი მატჩის მსვლელობისას შემცირებულია, რაც აიოლებს მცველებისა და მეკარისათვის შეტევების მოგერიებას. ამავე დროს მატჩის რეიტინგები უფრო ზუსტია და განწყობა დაბნეულობა და უკან დახევა სრულად აისახება მათში.

HT-Live განვითარდა და Re-Live-თან ერთად თქვენ შეგიძლიათ უყუროთ ცოცხლად მატჩს თუ თქვენ ვერ მიუსწრებთ მის დაწყებას. აგრეთვე დაემატა ორი ახალი ენა ვიეტნამური და მაკედონიური. იყო პრობლემები სახელებთან დაკავშირებით მაკედონიურსა და ბერძნულს შორის და რამოდენიმე კვირიანი დისკუსიების შემდეგ ეს პრობლემა გადაწყდა.

სეზონი 38 (იანვარი 25 2009)

ამ სეზონში წინასწარგანსაზღვრული ცვლილებები რეალურად განხორციელდა, მას შემდეგ რაც იგი გატესტილ იქნა ახალგაზრდული გუნდებისა და ამხანაგურ მატჩებში. აგრეთვე დაემატა ახალი ტაქტიკა: შორიდან დარტყმები.

სატრანსფერო ბაზარზე ხელოვნური რეგულირება მოხდა იმისათვის, რომ დაბალანსებულიყო იგი და ამოქმედდა წესი, რომლის მიხედვითაც თქვენ არ შეგიძლიათ ტრანსფერზე დააყენოთ ფეხბურთელი იმაზე მეტჯერ ვიდრე მის მიერ თქვენს გუნდში ჩატარებული მატჩების რაოდენობაა. აგრეთვე დაწესდა ლიმიტი და ერთდროულად გუნდში არ შეიძლება 50 ფეხბურთელზე მეტის ყოლა.

ჩვენი პაკეტი მხარდამჭერისა გაიზარდა, ყველაზე დიდი განახლება იყო მატჩის მიმოხილვა. დაემატა აგრეთვე ტრანსფერების ძჲების პროფილი, საკუთარი ბმულების შექმნა და ბოლო მაგრამ არა უკანასკნელი: ტრადიციული ბანერების გაქრობა მათთვის ვისაც აქვს მხარდამჭერი.

და არ დაგვავიწდეს... პირველ აპრილს ჰეთთრიქში გამოჩნდა ჰეთთრიქ ასისტენტი იმისათვის რომ დაგეხმაროთ თქვენ. ეს იყო ჩვენი პირველი ოფიციალური საპირველაპრილო ხუმრობა.

სეზონი 37 (ოქტომბერი 5 2008)

ჰეთთრიქის ახალი დიზაინი გამოჩნდა დეკემბრის შუა რიცხვებში და ეჭვგარეშეა, რომ ეს არის ყველაზე დიდი ცვლილება დიდი ხნის მანძილზე. ჩვენ აგრეთვე დავამატეთ ახალი ფორუმი და ახალი სახეები მოთამაშეთათვის. მხარდამჭერის მქონეებმაც მიიღეს ახალი დიზაინი და მათ შეუძლიათ აგრეთვე აირჩიონ ავატარი.

ახალი დიზაინში იმდენი ცვლილება იყო, რომ სულ დაგავიწყათ თუ რა ხდებოდა მანამდე. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ამხანაგური მატჩების დანიშვნის ახალი სისტემა. ეს სიტემა ძალიან კარგია დაბალ დივიზიონებში მოთამაშე გუნდებისათვის.

ჩვენ აგრეთვე დავნერგეთ ახალი საძიებო სისტემა ტრანსფერებისათვის, სადაც შესაძლებელი გახდა ფეხბურთელის ძებნა მთლიან ბაზაში, რომლის შემდეგაც აღარ არსებობს ზონების მიხედვით მათი ძებნის საჭიროება. სამატჩო ძრავას დაემატა არაპირდაპირი საჯარიმო დარტყმები და beltxis გახდა პირველი გუნდი, რომელმაც მასტერსის გათამაშება ორჯერ მოიგო.

სეზონიო 36 (ივნისი 15 2008)

Hattrick Press, our own user-submitted newspaper, is released, and the internal mail is improved with new functionality. Indirect set pieces become a reality in friendlies and the attack on wings tactic becomes more efficient thanks to a bug fix. Individual instruction makes it possible to exclude a player from skill training, but it’s not possible to run both youth systems at the same time anymore.

აღარ არსებობს ლიგები სადაც მონაწილეობას იღებენ მხოლოდ ბოტები ან მხოლოდ ერთი რეალური გუნდი. ჩვენ გავხსენით ახალი სატესტო საიტი Stage 5000 მომხმარებლისათვის და ჰეთთრიქს დაემატება 45-ე ენა, როდესაც დასრულდება ჩვენი თამაშის გადათარგმნა ფრიულურად.

სეზონი 35 (2008 წლის 24 თებერვალი)

ახალი მატჩის ბირთვი უკვე ყველა მატჩებში გამოიყენება. ვარჯიში ხდება წუთებზე დამოკიდებული (ადრე ის მხოლოდ ფეხბურთელის ბოლო პოზიციაზე იყო დამოკიდებული) და სტანდარტულები სხვა უნარების მსგავსი ხდება (ადრე გუნდის ყველა ფეხბურთელი იღებდა სტანდარტულების ვარჯიშს და სტანდარტულების დონე არ მოქმედებდა ხელფასზე). გულშემატკივართა მოლოდინი – რას მოელიან გულშემატკივრები თითოეული მატჩისგან – შემოდის თამაშში და მენეჯერთათვის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი ხდება. გადახურული სკამების ბილეთების ღირებულება იმატებს და ისინი უფრო მეტი იყიდება წვიმისა და მოღრუბლული ამინდის დროს. უფრო მეტიც, დერბის დროს მასპინძელი გუნდი ცოტა უპირატესობას იღებს, რაც ადრე ასე არ იყო.

სეზონის მატჩი, ჰეთთრიქის მაგიდის თამაში გაყიდვაში შემოდის და აქამდე ყველა საფეხბურთო გამოკითხვებს შორის უდიდესი გამოკითხვა – გლობალური ფეხბურთის მონიტორი – 440 000 პასუხს იღებს. წარმოდგენილია ბოსნიური ენა და ტანზანეთი და დავლათ ქათარი უერთდება ჰეთთრიქს.

სეზონის ბოლოს შეგიძლიათ პირობითი ცვლილებები გამოცადოთ ახალგაზრდულ აკადემიებში.

სეზონი 34 (2007 წლის 4 ნოემბერი)

75 000 მოთამაშეზე მეტია ერთდროულად შემოსული იანვარში. ვარჯიში დაბალ დონეებზე უფრო სწრაფია, ვიდრე მაღალ დონეებზე. ამის მსგავსად, უნარის კლება დამოკიდებული ხდება მის დონეზე და არა მარტო ასაკზე. ახალი მატჩის ბირთვი (ფეხბურთელების ახალი კონტრიბუციით და გამძლეობის ყველასათვის თანაბარი მნიშვნელობით) გამოიცდება ამხანაგურ მატჩებში და ამით უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება ფეხბურთელების ორმაგ უნარებს.

ახალგაზრდულ აკადემიაშიც მრავალი წინსვლაა, ფეხბურთელების ავარდნილი უნარები, ვარჯიშის სისწრაფის მატება, უცვლელი ფორმისა და გამძლეობის დონე და უკეთესი ინფორმაცია მწვრთნელისა და სკაუტებისაგან.

ჰეთთრიქის ახალი ამბები, ჰეთთრიქის ახალი ამბების წერილი იგზავნება პირველად. დამატებულია სპარსული ენა და ბენინი და სურია უერთდებიან ჰეთთრიქს ამ სეზონში.

სეზონი 33 (2007 წლის 15 ივლისი)

ჰეთთრიქი 10 წლის იუბილეს კალენდრის, მიწვევებისა და ახალი პირდაპირი რეპორტაჟების გვერდით, რომელსაც ჩეთის სისტემაც გააჩნია, ფუნქციებით აღნიშნავს. მოგვიანებით მიღებულია ლოგოთა შეფასების ფუნქცია, გულშემატკივრები კი ჩანიშვნების გვერდის განახლებას იღებენ. ჰეთთრიქს განა, მოზამბიკი, კამბოჯა და ბრუნეი ემატება, ენების რიცხში კი ახლა ფრისლანდური და ლუქსემბურგულიც შედის.

გამძლეობის ვარჯიშის ჩატარება ახლა სრული ვარჯიშის პროცენტული მაჩვენებლით ხდება, სხვა უნარებთან ერთად ვარჯიშის მაგივრად. ეკონომიკური რეფორმა ამცირებს ხელფასებსა და სამშენებლო ხარჯებს, ზრდის შემოსავალს სპონსორებისაგან და ბილეთების ფასს – ეს ყველაფერი ეკონომიკური ასპექტის დასარეგულირებლად ხდება. სეზონის ბოლოს სატრანფერო ბაზარზე ფასების ზოგადი ზრდა შეინიშნება, რაც მრავალი სეზონის განმავლობაში ფასების ვარდნას წერტილს უსვამს.

სეზონი 32 (2007 წლის 25 მარტი)

გაშვებულია ჯერჯერობით უმნიშვნელოვანესი ახალი ფუნქცია: ახალგაზრდული აკადემია – „თამაში თამაშში“, რომელშიც თქვენ საკუთარ ახალგაზრდულ გუნდს განაგებთ და მომავალ ვარსკვლავებს ავარჯიშებთ. ფუნქციის გაშვებიდან ერთი თვის შემდეგ ჰეთთრიქში 500 000 ახალგაზრდული გუნდია. ჰეთთრიქი ახლებულ დიზაინს იღებს, მოთამაშეებს კი გეიმმასტერთა გადაწყვეტილებების გასაჩივრება უფროს გეიმმასტერებთან შეუძლიათ.

გულშემატკივრის პაკეტს ემატება ვარჯიშის უფრო ფართო მოხსენება ახალგაზრდული გუნდებისათვის, მწვრთნელების კომენტარები კი მოთამაშის პირად გვერდზეც გადადის. სეზონის ბოლოს მოთამაშეები ინდივიდუალურ დაბადების თარიღებს იღებენ – მანამდე ყველა მოთამაშეს სეზონის დასაწყისში, ერთსა და იმავე დღეს ემატებოდა ასაკი.

სეზონი 31 (2006 წლის 3 დეკემბერი)

შემოტანილია ალტერნატიული კარიერის ფუნქცია მიღწევების განყოფილება, იზრდება შემოსავალი სპონსორებისაგან და იკლებს აგენტების ხარჯი და ეკონომიკური ინტერესის მასშტაბი.

გულშემატკივრის პაკეტს მეტი სამატჩო სტატისტიკა ემატება. დამატებულია ომანისა და ალ იამანის ლიგები, ბელარუსული და ბასკური ენების დამატებას კი ენების საერთო რიცხვი 40-მდე აჰყავს.

სეზონი 30 (2006 წლის 13 აგვისტო)

გადალახულია 900 000 მონაწილის ზღვარი. შემოღებულია სეზონის განმავლობაში გამძლეობის დაცემა, მოთამაშეები კი ასაკის მატებასთან ერთად უნარებს ნაკლები მოცულობით, თუმცა უფრო ხშირად კარგავენ. შესაძლებელი ხდება გუნდის თავდაჯერებულობის დონემ მშვენიერს გადააჭარბოს, მოთამაშეებმა კი არარსებული უნარები მიიღონ. ეროვნული ნაკრებები ახალ გრაფიკულ დამატებებს იღებენ; ჰეთთრიქ მასტერსი ოთხკვირიანი ტურნირი ხდება.

დამატებულია მესამე ესპანური ენა (ცენტრალურ ამერიკული), ყირგიზეთის ლიგა და ოთხი ახალი ენა: ქუვეითური, ანგოლური, ბანგლადეშისა და ჩერნოგორიული.

სეზონი 29 (2006 წლის 23 აპრილი)

ჰეთთრიქს 800 000-ზე მეტი აქტიური მონაწილე თამაშობს. ვებ-გვერდი ახალ დიზაინსა და ბრძანებების გვერდის ფლეშ ვერსიას იღებს. მოთამაშეთა პირველი კვირის ხელფასს მათი აყვანისთანავე იხდით, მატჩის რეპორტაჟები კი უფრო მრავალფეროვანია.

გულშემატკივრის პაკეტს „დიდების დარბაზი“, ფორმის დიზაინერის ფუნქცია, მეგობართა გაზრდილი სიის ფუნქცია და სავარჯიშო ანგარიშის ნაწილი ემატება. მონაწილეები იღებენ კომპენსაციას დაუგეგმავი გათიშვებისათვის. ჰეთთრიქს აზერბაიჯანი და ერაყი ემატება. შედგა გლობალური გამოკითხვა ჰეთთრიქის შესახებ, რომელზეც 200 000 პასუხი იქნა მიღებული.

სეზონი 28 (2006 წლის 1 იანვარი)

27-ე და 28-ე სეზონებს შორის მფლობელის გარეშე არსებული ყველა გუნდი, რომელთანაც ადრე ტექნიკური მოგება ითვლებოდა სანამ არ ჩამოქვეითდებოდნენ ბოლო ორ დივიზიონში და არ შეიცვლებოდნენ მოქმედი გუნდებით, ბოტი გუნდი ხდება. დივიზიონთა სისტემა იცვლება და პირამიდის ფორმას იღებს (რაც უფრო დაბალი რანგისაა დივიზიონი, მით მეტია მათი რაოდენობა). ყველა ბოტი გუნდი პირამიდის დაბალ საფეხურზე გადადის.

ამის შედეგად ბოტი გუნდები ქვემოთა ლიგაში ელიან მფლობელებს, ზემოთა ლიგებში სეზონების განმავლობაში ყოფნის მაგივრად.

პირველად გაიმართა ჰეთთრიქ მასტერსი, რომელშიც გამარჯვებულია ფრანგული გუნდი FC Barentin. შემოღებულია ჰეთთრიქის იუმორისტული კომიქსი; იწყება ჰეთთრიქის რეალური საფეხბურთო გუნდების დაფინანსება. დამატებულია ოთხი ლიგა: ბაჰრეინი, ბარბადოსი, კაბო ვერდე და კოტ დ’ივუარი.

სეზონი 27 (2005 წლის 11 სექტემბერი)

მხოლოდ ამ სეზონის განმავლობაში ჰეთთრიქს 100 000 ახალი წევრი ემატება, რასაც აქტიურ მონაწილეთა რიცხვი 700 000–მდე აჰყავს. შემოღებულია მენეჯერის ლიცენზია, რაც თამაშის ადვილად ათვისების საშუალებას იძლევა. შემოღებულია ახალი ტაქტიკა, „შემოქმედებითად თამაში“, ისევე, როგორც ფორვარდებისათვის „ფლანგისკენ გაწეული“ თამაშის მითითების მიცემის შესაძლებლობა და ვარჯიშის ახალი, „ფლანგური შეტევების“ ტიპი. ფლანგურ შეტევებზე ნაკლებ გავლენას ახდენენ ფორვარდები და მეტს – გარემარბები.

შემოღებულია ლიგებისათვის რანგის მინიჭების სისტემა, სტადიონის დიზაინის ფუნქცია კი მხარდამჭერის პაკეტის ახალი ნაწილია. განახლებულია მობილური სერვისები, რაც სატრანსფერო ფსონების ტელეფონით გაკეთების საშუალებას იძლევა.

ალჟირი, სომხეთი, ლიბანი, ლიხტენშტეინი, მონღოლეთი და სენეგალი ლიგათა რიცხვს ემატება, კორეული, იაპონური და სლოვენიური კი – ენათა რიგებს. ასევე ჰეთთრიქი საკუთარ ვიკის ხსნის.

სეზონი 26 (2005 წლის 22 მაისი)

აქტიურ მონაწილეთა რიცხვი 600 000–ს აჭარბებს. ახალი ლიგებია სურინამი, ნიკარაგუა, ტრინიდადი და ტობაგო და ყაზახეთი, ახალი ენები კი – სერბული, ნორვეგიული და სლოკავური. „მხარდამჭერის“ პაკეტს ჩანიშვნებისა და რეგიონალური ფორუმების სტატისტიკა ემატება.

სეზონი 25 (2005 წლის 30 იანვარი)

ჰეთთრიქის ისტორიაში პირველად შვედეთს აქტიური მონაწილეების რიცხვით სხვა ქვეყნები უსწრებს – ეს ჰოლანდია და ესპანეთია. შესაძლებელია ვარჯიშის ორი ახალი ტიპის გამოყენება: გამჭოლი გადაცემები და დაცვითი პოზიციები. დარტყმის ვარჯიშის ეფექტურობა 25%-ით იზრდება. მაყურებელთა ახალი სისტემის შემოღება მათი რაოდენობის რადიკალურ ცვლილებებს იცილებს თავიდან, ფანების განწყობა კი ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება.

14-სეზონიანი პაუზის შემდეგ "უახლესი ამბების" განყოფილება ბრუნდება. ქვეყნებს ემატება იორდანია, ანდორა, საქართველო და გვატემალა. გალისიური ენა ჰეთთრიქის 30-ე ენა ხდება. FC Hong Kong პირველი გუნდი ხდება, რომელსაც ბიუჯეტში 100 მილიონი ევრო გააჩნია.

სეზონი 24 (2004 წლის 10 ოქტომბერი)

აქტიურ მონაწილეთა რაოდენობა 500 000-ს აღწევს; ამ მოვლენის აღნიშვნა კომიქსის ტიპის ნახატით ხდება, სადაც ჰეთთრიქის სამყაროა ასახული, თუმცა ამას ბრაზილიიდან დიდი პროტესტი მოჰყვება, რადგან მათ კონტინენტზე მაიმუნია გამოსახული.

თასის ახალი ფორმატის შემოღების შედეგად სათასო ტურნირში ახლა 8192-ის მაგივრად 32768 გუნდი იღებს მონაწილეობას. ბილეთების ფასი და სპონსორების შემოსავალი 10%-ით იზრდება, გაორმაგებულია ლიგაში მიღწეული ადგილის პრემია. დამატებულია ჩეხური ენა და ექვსი ახალი ქვეყანა: სალვადორი, ჰონდურასი, ყირგიზეთი, მალტა, მოლდოვა და ალბანეთი.

კომიქსის ვერსია მაიმუნის გამოსახულების გარეშე.

სეზონი 23 (2004 წლის 20 ივნისი)

ჰეთთრიქი 400 000 აქტიურ მონაწილეს მოიცავს, რომელთაგან 25 000 ერთდროულადაა ხაზზე. „დეითრეიდინგის“ ფენომენის გავლენის შესამცირებლად ხელფასები და შემოსავლები ტრანსფერებიდან შეცვლილია ისე, რომ ახლა მოთამაშის შეძენა და მალევე გაყიდვა ნაკლებად მომგებიანია. მოთამაშის სატრანსფერო ფასის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანი ხდება „ტრანსფერების შედარება“ და ჯამური უნარის ინდექსი (TSI).

მოთამაშეთა ხელფასები იცვლება, რათა მეორადი უნარეი გაცილებით იაფი გახდეს სახელფასო თვალსაზრისით; გუნდის გულშემატკივრები კიდევ უფრო ინფორმირებულები ხდებიან, ახლა ყველა გუნდს შეუძლია კონტრშეტევის განხორციელება და ცვალებადი მაჩვენებლის მოცულობა შეტევა/თავდაცვის შეფარდებაში ნაკლები ხდება. გუნდის შეფასება ნახევრდება და ახლა ფასდება, როგორც ძალიან დაბალი, დაბალი, მაღალი და ძალიან მაღალი.

დამატებულია ჩრდილოეთ ირლანდიის, ბელარუსის, მაკედონიის, კენიის, პანამისა და იამაიკის ლიგები და ხორვატული, ებრაული, რუსული და უკრაინული ენები. ახალი ფუნქციაა „ქლაბჰაუსი“, მხარდამჭერთა პაკეტში კი ფორუმის დამატებები და განახლებები შედის.

სეზონი 22 (2004 წლის 29 თებერვალი)

შემოღებულია საუდის არაბეთის, ტუნისის, კოსტა რიკის, არაბეთის გაერთიანებული საემიროების, ლუქსემბურგის, ირანის, დომინიკის რესპუბლიკისა და კვიპროსის ლიგები, უნგრულ, ლატვიურ, არგენტინურ, (მოგვიანებით სამხრეთამერიკულ), ესპანურ და ბულგარულ ენებთან ერთად.

სეზონი 21 (2003 წლის 9 ნოემბერი)

ჰეთთრიქის მოცულობა 250 000 აქტიურ მოთამაშეს აღწევს. დამატებულია ექვსი ლიგა (პარაგვაი, ეკვადორი, ბოლივია, ნიგერია, მაროკო და ფარერის კუნძულები) და ექვსი ენა (ფლანდრიული, თურქული, ბრაზილიური პორტუგალიური, რუმინული, ბერძნული და ლიტვური). მნიშვნელოვანი სიახლეა HT Live.

მაყურებელთა შემოსავალი 25%-ით იზრდება და შემოღებულია მსოფლიო თასის ახალი ფორმატი. შესაძლებელი ხდება ჰეთთრიქის პირველი კალენდრის შეძენა და ჰეთთრიქის მატჩებზე ფსონის დადება პარტნიორი ტოტალიზატორის საშუალებით. შვედეთის დომინირება საბოლოოდ დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, როდესაც ნორვეგია მსოფლიო თასის გამარჯვებული ხდება.

სეზონი 20 (2003 წლის 20 ივლისი)

შემოღებულია სამატჩო ტაქტიკა, თუმცა ჯერ-ჯერობით ის მხოლოდ ამხანაგურებში გამოიყენება. მოთამაშეთა თამაშზე ახლა გავლენას მათი გამოცდილებაც ახდენს. შეცვლილია სავარჯიშო მწვრთნელის სისტემა. ახლა მოთამაშის მწვრთნელად გადაქცევაც შესაძლებელია.

დამატებულია ექვსი ქვეყანა (ლიტვა, სლოვაკეთი, უკრაინა, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ვიეტნამი და პაკისტანი) და სამი ენა (პოლონური, პორტუგალიური და კატალონიური). „გულშემატკივრის“ პაკეტს ახალი სათამაშო ფორმები, მეტი სტატისტიკა და ფორუმის ახალი ფუნქციები ემატება. შეცვლილია CHPP პარტნიორობის ფუნქციაც, რაც მეტი პროგრამის შექმნის საშუალებას იძლევა, თუმცა მისი შეძენის შესაძლებლობა აღარ არის.

რუმინეთი ხდება პირველი გუნდი, რომელიც შვედეთის ნაკრებს ოფიციალურ მატჩში ამარცხებს (20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე) და ხდება 20 წლამდე ნაკრებების მსოფლიო თასის გამარჯვებული.

სეზონი 19 (2003 წლის 30 მარტი)

აქტიურ მოთამაშეთა რიცხვი 100 000-ს აჭარბებს. საზოგადოებრივი სიახლეებისათვის სპეციალური ადგილია გამოყოფილი - AHP (ჰეთთრიქის ასოცირებული პრესა), თქვენი გუნდის გულშემატკივრებმა კი ამიერიდან იციან, რომელ ლიგაში თამაშობთ.

დამატებულია ფინური ენა.

სეზონი 18 (2002 წლის 8 დეკემბერი)

დამატებულია სამი ახალი ენა (ესტონური, იტალიური და დანიური), ოთხ ახალ ლიგასთან (ბულგარეთი, უელსი, ისრაელი და სლოვენია) ერთად. განლაგების პრაქტიკა უფრო ადვილი გასაუმჯობესებელი ხდება, ამ პრაქტიკის დაკარგვას კი უფრო მეტი დრო სჭირდება.

სანაკრებო თამაშებისათვის ახლა მოთამაშე ვარჯიშს აღარ იღებს, თუმცა HFA კვლავ იხდის მისი ხელფასის 1/3-ს.

მხარდამჭერთა პაკეტს "შემხსენებლის" სერვისი ემატება და მათთვის ასევე შესაძლებელი გახდება სარეკლამო ბანერებისგან თავისუფალი საიტით სარგებლობა. ენის ადმინისტრატორებისათვის LA პრეფიქსი შემოდის.

სეზონი 17 (2002 წლის 18 აგვისტო)

მე-17 სეზონი ჰეთთრიქისათვის საიუბილეოა – თამაში 5 წლის ხდება. ამ მომენტისათვის ჰეთთრიქში 60,000 მოთამაშეა ჩაბმული. მიღებულია ხუთი ახალი შეფასება (ბუმბერაზი, არამიწიერი, ჯადოსნური და ზღაპრული) რომლებიც წინა 15-ს ემატება; ასევე დამატებულია ორი ახალი ქვეყანა (ჰონგ კონგი და ჩინეთი (ტაიპეი)) და ჰოლანდიური ენა.

შემოტანილია ახალი ტიპის ფორუმის სისტემა, ფორუმზე შეხედვის ფუნქციასთან ერთად. გუნდის განწყობაზე ახლა ტრანსფერებიც ახდენს გავლენას. „გულშემატკივრები“ იღებენ მეტ სტატისტიკას, რვეულსა და ფედერაციის სიახლეებს. ფორუმის მოდერატორების გამოსაყოფად შემოღებულია პრეფიქსი Mod.

სეზონი 16 (2002 წლის 28 აპრილი)

ჰეთთრიქს უნგრეთი, ჩეხეთი, ლატვია, ინდონეზია, ფილიპინები, ესტონეთი, საბერძნეთი, ხორვატია და იუგოსლავია (მოგვიანებით სერბია და ჩერნოგორია, საბოლოოდ კი სერბეთი) უერთდება. მობილური სერვისი ახლა ყველა მენეჯერისათვის ხელმისაწვდომია, მოთამაშეთა სახეები და ჩანიშვნები კი გულშემატკივრის პაკეტის ახალი ფუნქციებია.

მსოფლიო თასი ცალკე განყოფილებასა და ლოგოს იღებს.

HFA ეროვნული გუნდის მოთამაშეთა ხელფასის 1/3-ის ანაზღაურებას წყვეტს, იმ შემთხვევაში, თუ ისინი თამაშობენ როგორც ნაკრების, ასევე კლუბის შემადგენლობაში. მოლოდინის შესაბამისად შვედეთი კვლავ 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია და პირველი მოთამაშე, რომელმაც 10 ვარსკვლავის შეფასებას მიაღწია შვედი მეკარე ტომას რანლინდია, რომელიც ერთი სეზონის შემდეგ განთავისუფლებულ იქნა მისი შვედი მფლობელის მიერ.

სეზონი 15 (2002 წლის 6 იანვარი)

ამ სეზონის განმავლობაში უამრავი ახალი რამ მოხდა – სეზონი დაიწყო განსაკუთრებული მოვლენების, საერთაშორისო ამხანაგური მატჩების, დერბისა და ეროვნული გუნდების ფუნქციების გაშვებით.

სეზონი დასრულდა მსოფლიოს პირველი თასის გათამაშებით, რომელშიც შვედეთმა გაიმარჯვა. ასევე მოხდა ეკონომიკური კრიზისის პაკეტის შემოღება, რამაც მოთამაშეთა ხელფასები და აგენტების ხარჯები დასწია, მაღალ ლიგაში გადასვლის პრემია შემოიტანა, ეკონომიკური ინტერესის ზემოთა ლიმიტი განსაზღვრა და სხვა.

სეზონის შუაში ყველა გუნდმა მიიღო თანხა სატელევიზიო უფლებების გაყიდვით – ეს ყველაფერი თამაშის ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპებისთვის გაკეთდა, რაც თამაშის განვითარების ტემპებს ჩამორჩებოდა.

ჰეთთრიქის შემმუშავებელთა გუნდი 3-დან 9 წევრამდე იზრდება, სამუშაოს გაზრდილი მოცულობიდან გამომდინარე. ექვსი ახალი წევრი მოხალისეს სტატუსში მუშაობს, თუმცა მოგვიანებით თითქმის ყველა Extralives–ის მიერ იქნა აყვანილი სამუშაოდ. ამდენი სიახლის პირობებში გერმანული ენის დამატებამ შეუმჩნევლად ჩაიარა.

სეზონი 14 (2001 წლის 16 სექტემბერი)

ჰეთთრიქი იღებს ფორუმის საკუთარ სისტემას, რითაც ჰეთთრიქის საზოგადოება უფრო ბუნებრივ ადგილს იღებს სხვადასხვა საკითხის გასარჩევად. გაშვებულია ვებ-გვერდის ესპანური და ფრანგული ვარიანტები და დამატებულია ექვსი ახალი ქვეყანა: სინგაპური, შვეიცარია, ისლანდია, ბელგია, ავსტრია და მალაიზია.

განახლდა ტრანსფერების გვერდი, სადაც შეყვანილია ძებნის მეტი ფუნქცია, რაც მოთამაშეების უნარის მიხედვით უკეთეს ძიებას უზრუნველყოფს. ასევე, სიახლეა გუნდის განწყობის ახლებური მატება მცირე დოზებით და არა ერთხელ კვირის განმავლობაში.

შემოღებულია პირველი მობილური სერვისი, მხოლოდ შვედეთისათვის; გულშემატკივრის განყოფილებას ემატება მოთამაშეების ნომრები, სტუმართა წიგნი და ფედერაციათა ფორუმები. დაარსებულია ჰეთთრიქის სისტემური უზრუნველყოფის პარტნიორული პროგრამა, CHPP (სერთიფიცირებული ჰეთთრიქის პროდუქტის პროვაიდერი) პროგრამების შეძენა “მაღაზიაშია” შესაძლებელი.

სეზონი 13 (2001 წლის 27 მაისი)

შემოღებულია ჰეთთრიქის გულშემატკივრის განყოფილება, რამაც, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ჰეთთრიქი გადაარჩინა და მას განვითარების საშუალება მისცა.

თვეში 15 შვედური კრონის (დაახლოებით 1,5 ფუნტი) ფასად თქვენ იღებთ მეგობართა სიას, პირად სტატისტიკასა და ცოცხლად მიღებულ სიახლეებს. რაც ალბათ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, „გულშემატკივრის“ განყოფილება თამაშის მხარდაჭერის ფუნქციას ასრულებს. ორი თვის შემდეგ ამ განყოფილებას სათამაშო ფორმების, საპრიზო განყოფილების, პრესის განცხადებების, ლოგოტიპების, ფედერაციებისა და უფრო მეტი სტატისტიკის ფუნქციები დაემატა.

დამატებულია 23 ახალი ლიგა: ოკეანია, ესპანეთი, პორტუგალია, პოლონეთი, რუმინეთი, ჩილე, ბრაზილია, თურქეთი, კოლუმბია, პერუ, ჩინეთი, ურუგვაი, ვენესუელა, კანადა, რუსეთი, ტაილანდი, შოტლანდია, ირლანდია, იაპონია, კორეა, ეგვიპტე, ინდოეთი და სამხრეთ ამერიკა.

ჰეთთრიქის ფარგლებში ბობ სუნესონის განსაკუთრებულად წარმატებული გამოსვლისათვის HFA (ჰეთთრიქის საფეხბურთო ასოციცია) მას „გუნდის გული და სულის“ სტატუსს ანიჭებს – ის პირველია, ვინც ეს სტატუსი მიიღო.

სეზონი 12 (2001 წლის 4 თებერვალი)

ამ სეზონიდან დაწყებული თუ თქვენ ვერ დაწინაურდით და არც გავარდნა მოგიწიათ ამ შემთხვევაში იგივე დივიზიონში დარჩებით, რაც ადრე არ ხდებოდა - მანამდე გუნდები ყოველი სეზონის წინ შემთხვევითობის პრინციპით ნაწილდებოდნენ სხვა და სხვა დივიზიონებში.

ჰეთთრიქის მწვანე მაისური ხდება პირველი რამ, რაც შეგიძლიათ ინტერნეტის საშუალებით შეიძინოთ.  დამატებულია ოთხი ახალი ლიგა: ნორვეგია, დანია, ფინეთი და ჰოლანდია.

სეზონი 11 (2000 წლის 15 ოქტომბერი)


ერთთვიანი პაუზის შემდეგ ჰეთთრიქი სრულებით განახლებული დიზაინითა და უამრავი ახალი საშუალებით. თამაში ამიერიდან არა მხოლოდ შვედურ, არამედ ინგლისურ ენაზეცაა და იხსნება შვიდი ახალი ქვეყანა – არგენტინა, გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი, იტალია, ესპანეთი (რომელიც მოგვიანებით მექსიკად გადაიქცა) და ა.შ.შ. შვედური ლიგის მოცულობა 10920 გუნდამდე გაიზარდა.


2000 წლის ოქტომბერში შექმნილი ალტერნატიული ლოგო, რომელიც გამოყენებულ არ იქნა.
ახალი ლიგების გახსნასთან ერთად მნიშვნელოვანია ის სიახლე, რომ ჰეთთრიქი ამიერიდან შეფერხებების გარეშე მუშაობს და ყველაფერი ცოცხლად ხდება – მატჩებიც კი. ახალია შეფასების სისტემაც, სრული და ნახევარი ვარსკვლავებით; დამატებულია სამი ახალი დონეც (მსოფლიო დონის, ზებუნებრივი და ღვთაებრივი), რასაც დონეების საერთო რიცხვი 15-მდე აჰყავს.

სეზონის ბოლოს თამაშში ჩნდება ახალგაზრდა მეკარე ბობ სუნესონი 22 წლის ასაკში, რომელიც მოგვიანებით თამაშის ისტორიაში ყველაზე ცნობილი მოთამაშე გახდა, იმის მიუხედავად, რომ დასაწყისში მისი საუკეთესო უნარი იყო ცუდი დონის ფლანგი.

სეზონი 10 (2000 წლის 4 ივნისი)

ეს სეზონი ბოლო გამოდგა ძველი დიზაინის ვებ-გვერდით.

სეზონი 9 (2000 წლის 13 თებერვალი)

ფორუმი Passagen–იდან Delphi–ზე გადადის და იზრდება. მოგვიანებით იხსნება პირველი ვებ-გვერდი ავტომატურად შედგენადი სტატისტიკით - HTSCB - Hattrick Central Bureau of Statistics.

სეზონი 8 (1999 წლის 24 ოქტომბერი)

სეზონის ბოლოს, 2000 წლის დასაწყისში, დაარსდა ჰეთთრიქის შემქმნელი კომპანია Extralives. ისინი მაშინვე იწყებენ მუშაობას მნიშვნელოვან განახლებაზე. Sunne IK ხდება პირველი გუნდი, რომელმაც “დუბლი” მოიგო.

სეზონი 7 (1999 წლის 3 ივლისი)

მენეჯერებს პირველად ეძლევათ საშუალება, აირჩიონ 4-4-2-ისაგან განსხვავებული ტაქტიკა – ამის საშუალებას მოთამაშეთა გადაადგილება იძლევა. ამასთან ერთად შემოღებულია ინდივიდუალური მითითებები მოთამაშეებისათვის, რაც ანაცვლებს ტაქტიკის ძველ სისტემას (სრული შეტევა, ოპტიმისტური, ფრთხილი და სრულად დაცვითი).

სეზონი 6 (1999 წლის 14 მარტი)

ამ სეზონში გამორჩეული არაფერი მომხდარა.

სეზონი 5 (1998 წლის 15 ნოემბერი)

თუკი რაიმე განსაკუთრებული მართლაც მოხდა ამ სეზონის განმავლობაში, ეს ისტორიის გვერდებზე არ მოხვედრილა.

სეზონი 4 (1998 წლის 26 ივლისი)

ამ სეზონში ძირფესვიანად შეიცვალა სავარჯიშო სისტემა. დამატებულია ვარჯიშის უამრავი ახალი ვარიანტი, რომლებიც ყველა უანრის ვარჯიშის საშუალებას იძლევა, მხოლოდ გამძლეობისა და სტანდარტების ვარჯიშის მაგივრად. როგორც ამ ვარჯიშის გარე მოვლენა, პერ ემილსონმა გადააჭარბა ფეხბურთელთა შეფასების მაქსიმუმს და იყო პირველი და ერთადერთი „წმინდანი“ ფეხბურთელი ჰეთთრიქის ისტორიაში (ამის შემდეგ ეს დონე დაემატა ჩამონათვალს, იმ შემთხვევისთვის, თუ ასეთი გამონაკლისი კიდე მოხდება).

ამ შემთხვევის გამო შეფასების სისტემა გადახედილ იქნა და ახლა მაქსიმალური შეფასების ნიშანს “*****” ძახილის ნიშნები ემატება. შეფასების სრული სისტემა შემდეგნაირად გამოიყურება: 0, H, HH, HHH, *, **, ***, ****, *****, *****!, *****!! ..

სეზონი 3 (1998 წლის 5 აპრილი)

ჰეთთრიქის გუნდების რაოდენობა 1704-მდე იზრდება და თამაშში ჩნდება მეოთხე დივიზიონი. ასევე შემოღებულია სათასო და ამხანაგური მატჩები. პირველი სათასო ჩემპიონი Zakrock Rooch ხდება.

სეზონი 2 (1997 წლის 23 ნოემბერი)

ჰეთთრიქი უკვე 680 გუნდს იტევს, რომლებიც 4 დივიზიონში არიან განაწილებულნი (Allsvenskan, პირველი, მეორე და მესამე დივიზიონები). თამაში გადადის შვედურ პორტალზე passagen.se. ძალაში შედის ღია სატრანსფერო ბაზრის სისტემა (მანამდე შეგეძლოთ, ნებისმიერ მოთამაშეზე მფლობელისათვის თანხა შეგეთავაზებინათ და თანხმობის შემთხვევაში მოთამაშე თქვენი იყო).

ჩატარდა პირველი სანაკრებო მატჩი – შვედეთი 1-2 დანია. დანია შვედეთის კლონი გუნდი იყო, თუმცა მრავალი სეზონი გავიდა, სანამ შვედეთს რევანშის საშუალება მიეცა.

პირველი სეზონი (1997 წლის 30 აგვისტო)

ჰეთთრიქი 1997 წლის 30 აგვისტოს გაჩნდა. თამაში მხოლოდ შვედურ ენაზეა და მასში 16 გუნდი შედის. ორი სატესტო დივიზიონი (“ა” და “ბ”) 7 წრედ ტარდება. მხოლოდ 4-4-2 განლაგების გამოყენებაა შესაძლებელი და ვარჯიშის ვარიანტები საერთოა, რომელიც გამძლეობისა და სტანდარტულების ვარჯიშით შემოიფარგლება

ვებ-გვერდი ყოველ ღამით 00:30 საათზე იხურება, რათა შედგეს განახლებები, განხორციელდეს ტრანსფერები და ჩატარდეს თამაშები. მატჩების შედეგების ხილვა დილით, გვერდის კვლავ გახსნისას შეგიძლიათ.

თავდაპირველი, ნოსტალგიური ლოგო.
თავდაპირველი, ნოსტალგიური ლოგო.
 
Server 071